• ორშაბათი - პარასკევი
    11.00 - 19.00
  • 032 2 90 41 39
    032 2 90 41 39
  • ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 43,
    V სად. II სართ. ოთახი 38
ასოც. პროფ. დოქტ. დიმიტრი გეგენავა, PH.D.

ასოც. პროფ. დოქტ. დიმიტრი გეგენავა, PH.D.

gegenava@jmg.ge

გენერალური დირექტორი, მმართველი პარტნიორი, ადვოკატი

ასოც. პროფ. დოქტ. დიმიტრი გეგენავა საჯარო სამართლის სპეციალისტია. მისი იურიდიული საქმიანობის მიმართულებებია საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართალი. იგი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტია (სამართლის მეთოდების მიმართულება), ასევე, ასწავლის აღმოსავლეთ ევროპისა და საქართველოს უნივერსიტეტებში. დოქტ. დიმიტრი გეგენავა 2012 წლიდან ხელმძღვანელობს დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტს და ახორციელებს აქტიურ აკადემიურ საქმიანობას. იგი არის ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოცემული 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, მონოგრაფიების, სტატიების, თარგმანების, სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სახელმძღვანელოების ავტორი. მისი თანარედაქტორობით გამოიცემა ჟურნალი „სამართლის მეთოდები“.

დოქტ. დიმიტრი გეგენავა სამართლებრივ მომსახურებას ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ახორციელებს.