JMG & Partners გახდა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (Deutsche Wirtschaftsvereinigung – www.georgien.ahk.de) წევრი.
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) არის გერმანიის შიდა და საგარეო სავაჭრო და სამრეწველო პალატების (AHK-/IHK) ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და 2016 წლის აპრილიდან დამოუკიდებელი იურიდიული გაერთიანების სახით სომხეთში. იგი წარმოადგენს იმ კომპანიათა და პარტნიორთა საწევრო ორგანიზაციას, რომლებიც გერმანულ-ქართული ბიზნეს საქმიანობით არიან დაკავებულნი.
DWV დაარსდა 2007 წელს. მის წევრებს წარმოადგენენ განსხვავებული პროფილის მქონე პირები, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა დარგში საქმიანობენ.
JMG & Partners DWV-ს წევრია 2019 წლის მაისიდან.