JMG & Partners-ის სალონური სამართლის ციკლი დაიწყო
2018
წლის 8 ივნისს, JMG & Partners-ის, დავით ბატონიშვილის სამართლის
ინსტიტუტისა და პრაქტიკული სამართლის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, JMG
& Partners-ის ოფისში, გაიმართა სალონური სამართლის პირველი შეხვედრა.
შეხვედრა დაეთმო საკითხს: სამართალი, ტერორი და მორალური პანიკა. შეხვედრას
წარუძღვნენ: ასოც. პროფ. დოქტ. JMG & Partners-ის გენერალური
დირექტორი, მმართველი პარტნიორი, ადვოკატი, სერგი ჯორბენაძე და ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრი, JMG & Partners-ის დამფუძნებელი პარტნიორი, ადვოკატი, დოქტორანტი, უშანგი ბახტაძე.
სალონური სამართლის შეხვედრათა ციკლი მოიცავს არარეთ აქტუალურ საკითხს.
შემდეგი შეხვედრები დაგეგმილია შესაბამისი თემატიკის გათვალისწინებით.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა გააჩნიათ მხოლოდ იმ
პირებს, ვინც გაიარეს შესაბამისი რეგისტრაცია.