• ორშაბათი - პარასკევი
    11.00 - 19.00
  • 032 2 90 41 39
    032 2 90 41 39
  • ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 43,
    V სად. II სართ. ოთახი 38
ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება


ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება


დღევანდელ რეალობაში ხშირია ავტოავარიის შემთხვევები. სამწუხაროდ, მას შედეგად მოჰყვება ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება, დასახიჩრება, ასევე ზიანებდა პირის ქონება. თითოულ ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ დადგეს მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

ზიანი შეიძლება იყოს ქონებრივი ან/და არაქონებრივი. არაქონებრივი ზიანი მეორენაირად მოიხსენიება როგორც მორალური ზიანი და მოითხოვება იმ შემთხვევაში, თუკი პირს მიადგა ამა თუ იმ მოვლენის შემდეგ განსაკუთრებული სულიერი ტანჯვა. მისი დაკისრება ზიანის მიმყენებლისთვის ხდება მას შემდეგ, რაც გამოირკვევა ფაქტობრივად დამდგარი ზიანი.

ქონებრივი ზიანი გულისხმობს პირის მატერიალურ დანაკარგს. ამის საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითი - ავტომანქანის დაზიანების შედეგად, ამ ავტომანქანის მთლიანად შეკეთება, ან ახალი ავტომანქანის ყიდვა (თუ დაზიანება არ ექვემდებარება აღდგენას) და სხვ. რაც შეეხება არაქონებრივ ზიანს, იგი, უპირატესად, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებას (დაზიანებას) ეხება. ზემოთ მოყვანილი მაგალითის კვალად, თუ ავტოავარიის შედეგად ჯანმრთელობა დაუზიანდა პირს, მას შეუძლია, რომ ამ ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება.

ქონებრივი ზიანის გამომწვევმა ნივთის დაზიანების გარდა უნდა აანაზღაუროს: დაზარალებულის მკურნალობის ხარჯებიც და  მიუღებელი შემოსავალიც (თუ პირი რაღაც პერიოდის განმავლობაში ვერ ახერხებს სამსახურში სიარულს, მაშინ მას უნდა აუნაზღაურდეს ის თანხაც, რასაც მიიღებდა, რომ ემუშავა).

ზიანს ანაზღაურებს ავტომანქანის მესაკუთრე, თუმცა საქართველოს კანონმდებლობით, არსებობს საგამონაკლისო შემთხვევა. აღნიშნულს ეწოდება ბრალის გარეშე პასუხისმგებლობა: იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანას მმართავს პიროვნება, რომელსაც ავტომანქანის მესაკუთრემ იგი ათხოვა, მაშინ ავტომანქანის მესაკუთრესთან ერთად, მოთხოვნის დაყენება მძღოლის მიმართაც არის შესაძლებელი. გამონაკლისია, როდესაც ავტომანქანა გაყიდული, გაჩუქებული ან იჯარით/ქირავნობითაა (არაერთჯერადი გამოყენების მიზნით) გადაცემული (მტკიცების ტვირთის გათვალისწინების ფარგლებში).

ანალოგიურად ეკისრება პასუხისმგებლობა მხოლოდ მძღოლს და არა მესაკუთრეს, თუ იგი მმართავს ავტომანქანას, თუმცა მესაკუთრის ნებართვის გარეშე. ასეთად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ავტომანქანა მოპარულია და სხვ. თუმცა ამგვარ მაგალითს არ შეესაბამება შემთხვევა, როდესაც მესაკუთრის არასრულწლოვანმა ოჯახის წევრმა დაქოქა ავტომანქანა და დააჯახა იგი კონკრეტულ პირს.

ნინო ბერიძე

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში

პირისათვის განმეორებით დაკავებისა და მსჯავრდების აკრძალვა

საარჩევნო სისტემები (პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა)

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი მოწესრიგება

სუბროგაციის საკითხი სიცოცხლის დაზღვევისას

სამხედრო სავალდებულო სამსახური

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელ პირთა წრე

მემკვიდრეობის მიღება

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა

დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრობა

დაგროვებითი პენსიის გამოთვლის წესი

კინო ოფისში - ნების გამოვლენა სამეცნიერო ფანტასტიკაში

კინო ოფისში - აქტი I

ალიმენტის გადახდა

ორსული საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე

ცივი იარაღით სარგებლობის წესები

საპენსიო შენატანის ოდენობის გაანგარიშება

კინო ოფისში: დანაშაულის გახსნა, მორალი და სულიერი ტანჯვა

პრაქტიკა

ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი

კინო ოფისში

იურიდიული პირის ქონების გადასახადი

ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება

თანამშრომლობა ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფთან

იურიდიული პირის რეგისტრაცია საქართველოში

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

წარმატება

ჯორდანო ბრუნოს უფლებები სოციალურ მედიაში

მემორანდუმი ალტერბრიჯის უნივერსიტეტთან

მარიხუანა, დეკრიმინალიზაცია და მილის ზიანის პრინციპი

ჟურნალი ZD-ში გამოქვეყნებული პირველი ნაშრომი ქართველთა მიერ

მართლწინააღმდეგობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი და პატრონთა პასუხისმგებლობა

პაციენტის სამედიცინო და პერსონალურ მონაცემებზე წვდომა/გავრცელება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში საგნების და შინაური ცხოველების გადატანის/ გადაყვანის წესი

ფულის ვარგისობის განსაზღვრისა და მათი მიღება-გამოცვლის წესი

პირგასამტეხლოს პრაქტიკული რეალიზაცია

არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურა

დანაშაულის შეუტყობინებლობა

საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

JMG & Partners ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ

JMG & Partners-სა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი დაიდო

JMG & Partners-ის სალონური სამართლის ციკლი დაიწყო

ძალოვანი უწყების წარმომადგენელთან ურთიერთობის რამდენიმე არსებითი საკითხი

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორების“ (JMG & Partners) განცხადება „translate.ge-ს“ საქმესთან დაკავშირებით

JMG & Partners-ის ერთდღიანი ტრენინგი თემაზე: აღსრულების სამართალი პრაქტიკაში

JMG & Partners-ისა და პრაქტიკული სამართლის ცენტრის ტრენინგი თემაზე - ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის

JMG & Partners-ის ახალი მომსახურება

JMG & Partners-ის გენერალური დირექტორის, მმართველი პარტნიორის, ადვოკატის, სამართლის დოქტორის, სერგი ჯორბენაძის სამეცნიერო სტატია გერმანულ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორებისა“ და „პრაქტიკული სამართლის ცენტრის“ ტრენინგი თემაზე - „ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის“.

JMG & Partners ტრენინგი თემაზე: წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები