• ორშაბათი - პარასკევი
    11.00 - 19.00
  • 032 2 90 41 39
    032 2 90 41 39
  • ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 43,
    V სად. II სართ. ოთახი 38
იურიდიული პირის რეგისტრაცია საქართველოში


იურიდიული პირის რეგისტრაცია საქართველოში


იურიდიული პირის რეგისტრაცია საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მარტივ მოქმედებას მოითხოვს: ა) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის წარდგენა; ბ) დამფუძნებელთა ხელმოწერა და გ) რეგისტრაციის საფასურის გადახდა. რეგისტრაცია ხდება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ეს ნიშნავს, რომ საჭირო არ არის, დაინტერესებულმა პირმა რეგისტრაცისთვის მიმართოს სასამართლოს ან რომელიმე სხვა ორგანოს.

იურიდიული პირის რეგისტრაციის საკითხები მოწესრიგებულია შემდეგ ნორმებში: „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, „მეწარმეთა და არასამეწარეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქცია, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის კანონმდებლობა განსაზღვრავს ორგვარ პერიოდულობას: ა) დოკუმენტაციის ჩაბარებიდან მეორე სამუშაო დღე ან ბ) დოკუმენტაციის ჩაბარების დღე. პირველ შემთხვევაში, რეგისტრაციის საფასურია 100 ₾, ხოლო, მეორე შემთხვევაში — 200 ₾. ამასთან, თუ რომელიმე დოკუმენტი არ იქნა ნოტარიულად დამოწმებული (მაგალითად, დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, რომ ადგილზე მოაწერონ ხელი), მისი ღირებულება განისაზღვრება დამატებით 5 ₾-ით.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფლება აქვს, დაახარვეზოს შეტანილი განცხადება და დამფუძნებლებს ერთთვიანი ვადა განუსაზღვროს ხარვეზის გამოსწორებისთვის. ეს შეიძლება ეხებოდეს ისეთ შემთხვევას, როდესაც სრულყოფილი დოკუმენტაცია არ აქვს წარდგენილი მხარეს და სხვ. ხარვეზის გამოსწორების შედეგად, რეგისტრაცია სრულდება. დასრულებული რეგისტრაცია გულისხმობს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე აისახება შესაბამისი ამონაწერი იურიდიული პირის შესახებ.

საქართველოს კანონმდებლობით, შესაძლებელია დარეგისტრირდეს შემდეგი იურიდიული პირები: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს), კომანდიტური საზოგადოება (კს), სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კოოპერატივი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ეს უკანასკნელი არ არის მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი).

კანონი იცნობს ინდივიდუალური მეწარმის ცნებას. კერძოდ, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ. ინდ. მეწარმეს უფლება აქვს, განახორციელოს კომერციული საქმიანობა. 

კომერციული საქმიანობის ერთ-ერთი განმახორციელებელია ასევე, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი. ფილიალი არ წარმოადენს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს. ფილიალად შესაძლებელია დარეგისტრირდეს უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალიც.

იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის საჭიროა, რომ ყველა დოკუმენტი შესრულებული იყოს მათ შორის ქართულ ენაზეც (შეიძლება ორენოვანი დოკუმენტაციის წარდგენა). მაგალითად, შპს-ს შემთხვევაში, ყველა საჭირო დოკუმენტაცია (წესდება, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება, დირექტორის თანხმობა და იურიდიულ მისამართად უძრავი ქონების განსაზღვრის თაობაზე თანხმობა) აუცილებლად უნდა იყოს წარდგენილი ქართულ ენაზეც.


მარიამ ლაბარტყავა

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში

პირისათვის განმეორებით დაკავებისა და მსჯავრდების აკრძალვა

საარჩევნო სისტემები (პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა)

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი მოწესრიგება

სუბროგაციის საკითხი სიცოცხლის დაზღვევისას

სამხედრო სავალდებულო სამსახური

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელ პირთა წრე

მემკვიდრეობის მიღება

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა

დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრობა

დაგროვებითი პენსიის გამოთვლის წესი

კინო ოფისში - ნების გამოვლენა სამეცნიერო ფანტასტიკაში

კინო ოფისში - აქტი I

ალიმენტის გადახდა

ორსული საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე

ცივი იარაღით სარგებლობის წესები

საპენსიო შენატანის ოდენობის გაანგარიშება

კინო ოფისში: დანაშაულის გახსნა, მორალი და სულიერი ტანჯვა

პრაქტიკა

ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი

კინო ოფისში

იურიდიული პირის ქონების გადასახადი

ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება

თანამშრომლობა ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფთან

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

წარმატება

ჯორდანო ბრუნოს უფლებები სოციალურ მედიაში

მემორანდუმი ალტერბრიჯის უნივერსიტეტთან

მარიხუანა, დეკრიმინალიზაცია და მილის ზიანის პრინციპი

ჟურნალი ZD-ში გამოქვეყნებული პირველი ნაშრომი ქართველთა მიერ

მართლწინააღმდეგობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი და პატრონთა პასუხისმგებლობა

პაციენტის სამედიცინო და პერსონალურ მონაცემებზე წვდომა/გავრცელება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში საგნების და შინაური ცხოველების გადატანის/ გადაყვანის წესი

ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ფულის ვარგისობის განსაზღვრისა და მათი მიღება-გამოცვლის წესი

პირგასამტეხლოს პრაქტიკული რეალიზაცია

არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურა

დანაშაულის შეუტყობინებლობა

საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

JMG & Partners ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ

JMG & Partners-სა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი დაიდო

JMG & Partners-ის სალონური სამართლის ციკლი დაიწყო

ძალოვანი უწყების წარმომადგენელთან ურთიერთობის რამდენიმე არსებითი საკითხი

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორების“ (JMG & Partners) განცხადება „translate.ge-ს“ საქმესთან დაკავშირებით

JMG & Partners-ის ერთდღიანი ტრენინგი თემაზე: აღსრულების სამართალი პრაქტიკაში

JMG & Partners-ისა და პრაქტიკული სამართლის ცენტრის ტრენინგი თემაზე - ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის

JMG & Partners-ის ახალი მომსახურება

JMG & Partners-ის გენერალური დირექტორის, მმართველი პარტნიორის, ადვოკატის, სამართლის დოქტორის, სერგი ჯორბენაძის სამეცნიერო სტატია გერმანულ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორებისა“ და „პრაქტიკული სამართლის ცენტრის“ ტრენინგი თემაზე - „ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის“.

JMG & Partners ტრენინგი თემაზე: წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები