• ორშაბათი - პარასკევი
    11.00 - 19.00
  • 032 2 90 41 39
    032 2 90 41 39
  • ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 43,
    V სად. II სართ. ოთახი 38
ცივი იარაღით სარგებლობის წესები


ცივი იარაღით სარგებლობის წესები


იარაღის შესახებ“  საქართველოს კანონის მიხედვით, ცივი იარაღი არის იარაღი, რომლის მოქმედებაც ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად. ცივი იარაღი სარგებლობის წესები წესრიგდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სისხლის სამართლის კოდექსით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811 მუხლის მიხედვით, ცივი იარაღის ტარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში (რაც გულისხმობს, რომ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უკვე ჰქონდა დაკისრებული ცივი იარაღის ტარებისთვის) გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით.

გასათვალისწინებელია, რომ ზემოთ აღნიშნული მოწესრიგება არ ვრცელდება განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლებ ან/და ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირზე, რომელიც ცივი იარაღის ტარებისათვის პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381  მუხლის შესაბამისადიმ შემთხვევის გარდა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, მოწესრიგება არ ვრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს:

) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით;

) საკვების მომზადების ან/და მიღების მიზნით;

) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით;

) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით;

) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიზნებისათვისცივი იარაღის ტარებაგულისხმობს ისეთი  შემთხვევის არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.

გასათვალისწინებელია, რომ პირს, რომელსაც აქვს მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, აგრეთვე აქვს ცივი იარაღის ტარების უფლება.

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსს, 2381 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული (გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც პირს ერთხელ უკვე დაეკისრა ჯარიმა ცივი იარაღების ტარებისთვის), ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული (მას ვისაც უკვე დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის) ან განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ექვსი თვის ვადით. აღნიშული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ცივი იარაღის ტარება განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ანდა ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

დასახელებული მუხლი არ ვრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, მაშინ როდესაც პირი მას ატარებს იმავე მიზნით, რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1811 მუხლით (იხ. ზემოთ მოყვანილი მსჯელობა). 

ისევე როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მიზნებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვისაცცივი იარაღის ტარებაგულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.


სალომე დარასელია

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში

პირისათვის განმეორებით დაკავებისა და მსჯავრდების აკრძალვა

საარჩევნო სისტემები (პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა)

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი მოწესრიგება

სუბროგაციის საკითხი სიცოცხლის დაზღვევისას

სამხედრო სავალდებულო სამსახური

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელ პირთა წრე

მემკვიდრეობის მიღება

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა

დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრობა

დაგროვებითი პენსიის გამოთვლის წესი

კინო ოფისში - ნების გამოვლენა სამეცნიერო ფანტასტიკაში

კინო ოფისში - აქტი I

ალიმენტის გადახდა

ორსული საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე

საპენსიო შენატანის ოდენობის გაანგარიშება

კინო ოფისში: დანაშაულის გახსნა, მორალი და სულიერი ტანჯვა

პრაქტიკა

ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი

კინო ოფისში

იურიდიული პირის ქონების გადასახადი

ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება

თანამშრომლობა ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფთან

იურიდიული პირის რეგისტრაცია საქართველოში

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

წარმატება

ჯორდანო ბრუნოს უფლებები სოციალურ მედიაში

მემორანდუმი ალტერბრიჯის უნივერსიტეტთან

მარიხუანა, დეკრიმინალიზაცია და მილის ზიანის პრინციპი

ჟურნალი ZD-ში გამოქვეყნებული პირველი ნაშრომი ქართველთა მიერ

მართლწინააღმდეგობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი და პატრონთა პასუხისმგებლობა

პაციენტის სამედიცინო და პერსონალურ მონაცემებზე წვდომა/გავრცელება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში საგნების და შინაური ცხოველების გადატანის/ გადაყვანის წესი

ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ფულის ვარგისობის განსაზღვრისა და მათი მიღება-გამოცვლის წესი

პირგასამტეხლოს პრაქტიკული რეალიზაცია

არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურა

დანაშაულის შეუტყობინებლობა

საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

JMG & Partners ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ

JMG & Partners-სა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი დაიდო

JMG & Partners-ის სალონური სამართლის ციკლი დაიწყო

ძალოვანი უწყების წარმომადგენელთან ურთიერთობის რამდენიმე არსებითი საკითხი

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორების“ (JMG & Partners) განცხადება „translate.ge-ს“ საქმესთან დაკავშირებით

JMG & Partners-ის ერთდღიანი ტრენინგი თემაზე: აღსრულების სამართალი პრაქტიკაში

JMG & Partners-ისა და პრაქტიკული სამართლის ცენტრის ტრენინგი თემაზე - ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის

JMG & Partners-ის ახალი მომსახურება

JMG & Partners-ის გენერალური დირექტორის, მმართველი პარტნიორის, ადვოკატის, სამართლის დოქტორის, სერგი ჯორბენაძის სამეცნიერო სტატია გერმანულ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორებისა“ და „პრაქტიკული სამართლის ცენტრის“ ტრენინგი თემაზე - „ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის“.

JMG & Partners ტრენინგი თემაზე: წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები