JMG & Partners-ის მმართველმა პარტნიორმა, ადვოკატმა აკაკი გაწერელიამ გაიმარჯვა, გერმანიის ადვოკატთა გაერთიანების (DAV), გერმანიის ადვოკატთა ასოციაციისა (BRAK) და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში.
აკაკი გაწერელია გაივლის ენერგეტიკის დარგში სპეციალიზირებულ ერთთვიან პროფესიულ სტაჟირებას (გერმანიაში არსებულ ერთ-ერთ უმსხვილეს საკონსულტაციო კომპანიაში / საადვოკატო ბიუროში, BBH - BECKER BÜTTNER HELD).