• ორშაბათი - პარასკევი
    11.00 - 19.00
  • 032 2 90 41 39
    032 2 90 41 39
  • ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 43,
    V სად. II სართ. ოთახი 38
საარჩევნო სისტემები (პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა)


საარჩევნო სისტემები (პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა)


2019 წლის 24 ივნისს მმართველი გუნდის მიერ განცხადებული პოზიციის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. ეს ნიშნავს, რომ ინდივიდუალურად პიროვნებები (საარჩევნო სუბიექტები) აღარ იყრიან კენჭს (მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გათვალისწინებით) და ხმის მიცემაც ამომრჩეველს მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანებებისთვის შეეძლებათ. შესაბამისად, პარლამენტის წევრი გახდება ის პირი, რომელიც პოლიტიკური გაერთიანების მიერ იქნება სიაში შეყვანილი.

აღნიშნულ ინიციატივას ესაჭიროება საკანონმდებლო ცვლილება. ცვლილებაზე კი უნდა იმსჯელოს პარლამენტმა. ჯერჯერობით არ არის შემოთავაზებული ზუსტი ფორმულირება, თუ როგორ გაიწერება პროპორციული სისტემის საკითხი საქართველოს კანონმდებლობაში (გარდა საკონსტიტუციო ცვლილებისა, იგულისხმება სხვა სამართლებრივი ნორმები. მაგალითად, საქართველოს საარჩევნო კოდექსი). მითუმეტეს, როდესაც 5%-იანი ზღვარის გაუქმებაა დაანონსებული. საკანონმდებლო ცვლილებებამდე, საინტერესოა განხილულ იქნეს დღევანდელი რედაქცია, რომელიც საარჩევნო სისტემას აწესრიგებს.

საარჩევნო სამართალი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთგვარი საზომია. ის არის ქვეყნის ინსტიტუტების ლეგიტიმაციის მაღალი დონის მაჩვენებელი, რომელიც პირდაპირ კავშირშია მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების, საარჩევნო უფლების რეალიზებასთან. სწორედ ამ ფუნქციათა შესრულებას განაპირობებს საარჩევნო სამართალი. ის გზა კი, რომელსაც ირჩევს სახელმწიფო, უნდა იყოს კონკრეტულად ამ ქვეყნის ინტერესებზე მორგებული. 

თანამედროვე მსოფლიოში საარჩევნო სისტემის მრავალი სახე არსებობს. ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ მრავალფეროვანია ის საზოგადოებები, რომელთა ნების შეძლებისდაგვარად სამრთლიანად ასახვასაც ესა თუ ის სისტემა ემსახურება.

საარჩევნო სისტემები პირობითად ორ ძირითად ჯგუფადმაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებადიყოფა. გარდა ამისა ფართოდ გამოიყენება შერეული საარჩევნო სისტემაც, რომელიც აერთიანებს მაჟორიტარული და პროპორციული სისტემების ნიშნებს სხვადასხვა ვარიაციებით. თითოეულ ამ სისტემას (და მათ მრავალრიცხოვან სახესხვაოებებსაც) თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია.

საარჩევნო სისტემების საკვანძო განმასხვავებელი ნიშნებია:

·         საარჩევნო ოლქების მასშტაბი;

·         ბიულეტენის სტრუქტურა;

·         საარჩევნო ზღურბლი (ბარიერი);

·         პარტიული სიების ტიპი;

·         ასარჩევ დეპუტატთა რაოდენობა და ..

საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციით,  „პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთი ან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან“ (37.2).

თუმცა, ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული ნორმა 2017 წლის 13 ოქტომბრის საქართველოს კონსტიტუციური კანონისსაქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებთანახმად უნდა ამოქმედდეს  2024 წლის საპარლამენტო არჩვენების დროს, მანამდე კი წინამდებარე ნორმით კვლავ რჩება  შერეული საარჩევნო სისტემა.

კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციური კანონისსაქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებმე-2 მუხლის მე-9 პუნქტით  „საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც“.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმადპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი არჩევნების დანიშვნის დროისათვის ან რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 25000 ამომრჩევლის ხელმოწერით (37.5), ხოლო, „პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები“ (37.6).

 

მარიამ ლაბარტყავა

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში

პირისათვის განმეორებით დაკავებისა და მსჯავრდების აკრძალვა

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი მოწესრიგება

სუბროგაციის საკითხი სიცოცხლის დაზღვევისას

სამხედრო სავალდებულო სამსახური

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელ პირთა წრე

მემკვიდრეობის მიღება

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა

დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრობა

დაგროვებითი პენსიის გამოთვლის წესი

კინო ოფისში - ნების გამოვლენა სამეცნიერო ფანტასტიკაში

კინო ოფისში - აქტი I

ალიმენტის გადახდა

ორსული საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე

ცივი იარაღით სარგებლობის წესები

საპენსიო შენატანის ოდენობის გაანგარიშება

კინო ოფისში: დანაშაულის გახსნა, მორალი და სულიერი ტანჯვა

პრაქტიკა

ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი

კინო ოფისში

იურიდიული პირის ქონების გადასახადი

ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება

თანამშრომლობა ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფთან

იურიდიული პირის რეგისტრაცია საქართველოში

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

წარმატება

ჯორდანო ბრუნოს უფლებები სოციალურ მედიაში

მემორანდუმი ალტერბრიჯის უნივერსიტეტთან

მარიხუანა, დეკრიმინალიზაცია და მილის ზიანის პრინციპი

ჟურნალი ZD-ში გამოქვეყნებული პირველი ნაშრომი ქართველთა მიერ

მართლწინააღმდეგობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი და პატრონთა პასუხისმგებლობა

პაციენტის სამედიცინო და პერსონალურ მონაცემებზე წვდომა/გავრცელება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში საგნების და შინაური ცხოველების გადატანის/ გადაყვანის წესი

ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ფულის ვარგისობის განსაზღვრისა და მათი მიღება-გამოცვლის წესი

პირგასამტეხლოს პრაქტიკული რეალიზაცია

არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურა

დანაშაულის შეუტყობინებლობა

საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

JMG & Partners ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ

JMG & Partners-სა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი დაიდო

JMG & Partners-ის სალონური სამართლის ციკლი დაიწყო

ძალოვანი უწყების წარმომადგენელთან ურთიერთობის რამდენიმე არსებითი საკითხი

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორების“ (JMG & Partners) განცხადება „translate.ge-ს“ საქმესთან დაკავშირებით

JMG & Partners-ის ერთდღიანი ტრენინგი თემაზე: აღსრულების სამართალი პრაქტიკაში

JMG & Partners-ისა და პრაქტიკული სამართლის ცენტრის ტრენინგი თემაზე - ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის

JMG & Partners-ის ახალი მომსახურება

JMG & Partners-ის გენერალური დირექტორის, მმართველი პარტნიორის, ადვოკატის, სამართლის დოქტორის, სერგი ჯორბენაძის სამეცნიერო სტატია გერმანულ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორებისა“ და „პრაქტიკული სამართლის ცენტრის“ ტრენინგი თემაზე - „ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის“.

JMG & Partners ტრენინგი თემაზე: წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები