• ორშაბათი - პარასკევი
    11.00 - 19.00
  • 032 2 90 41 39
    032 2 90 41 39
  • ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 43,
    V სად. II სართ. ოთახი 38
 საზოგადოებრივ ტრანსპორტში საგნების და შინაური ცხოველების გადატანის/ გადაყვანის წესი


საზოგადოებრივ ტრანსპორტში საგნების და შინაური ცხოველების გადატანის/ გადაყვანის წესი


ხშირია შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში რომელიმე საგნის ატანის შესაძლებლობას სათანადო დასაბუთების გარეშე ზღუდავენ კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლები ან თვით თანამგზავრები. ეს მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ვერ ხერხდება ნებადართული ნივთის ატანა. შესაბამისად, იმისთვის, რომ დაცულ იქნეს მგზავრების უფლებები, საინტერესოა ნებისმიერმა ადამიანმა იცოდეს დღემდე მოქმედი 1994 წლის 17 ივნისის ქ. თბილისის მერის №74 ბრძანება „მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის დადგენილების 2014 წლის 3 იანვრის №4 ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე.

მეტროპოლიტენში  გადასატანი ბარგის ზომები არ უნდა აღემატებოდეს 100/60/40 სმ-ს, საგნების სიგრძე კი 220 სმ-ს. უფასოდ გადატანის შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ საგნები, რომლის სიგრძე არ აჭარბებს 150 სმ-ს, ხოლო, ბარგის შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი განზომილება არ აღემატება 60/40/20 სმ-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში სავალდებულოა ასეთი საგნების გადატანის საფასურის გადახდა.

მგზავრს უფლება აქვს უფასოდ გადაიტანოს თხილამურები და ციგა (შეფუთულ მდგომარეობებში), საბავშვო ველოსიპედი, საბავშვო ეტლი, თევზსაჭერი ანკესები, მუსიკალური საკრავები და მცირე საბაღე ინვენტარი.

აკრძალურია, ადვილად მსხვრევადი საგნების, ცეცხლსაშიში, ადვილადაალებადი, ფეთქებადი, მომწამვლავი, შხამიანი ნივთიერებებისა და საყოფაცხოვრებო გაზის ბალონების გადატანა.

ამ რეგულაციებიდან გამომდინარე, მეპტოპოლიტენში ჩასვლა ნებადართულია ნებისმიერი საგნით, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის აკრძალური კანონმდებლობით, მთავარია ზომების დაცვა. ამიტომ მეტროპოლიტენის მუშაკების უარი ველოსიპედის ჩატანაზე არ არის გამართლებული, რადგან არსებობს ველოსოპედების ისეთი სახეობა (მაგ. სატრიუკო „BMX“), რომელიც ჯდება დასაშვები ზომების ფარგლებში.

ყველა შემთხვევაში, დაშვებული ზომის ნივთებმა და ბარგმა არ უნდა დასვაროს მგზავრები, დაანაგვიანოს და გააჭუჭყიანოს ვაგონი, სადგურის მოწყობილობა-ნაგებობანი.

ავტობუსების შემთხვევაში, ბარგი განისაზღვრება ზომით არაუმეტეს 100/50/30 სმ, ხელბარგი კი 60/40/30 სმ, ამ ზომების ფარგლებში შესაძლებელია ნებისმიერი საგნის გადაზიდვა, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობით აკრძალური საგნების გარდა. (ხელ-)ბარგი უნდა მოთავსდეს ისე, რომ არ მოხდეს ავტობუსის სალონში რიგთაშორისი და საავარიო გასასვლელების ჩახერგვა და მგზავრების გადაადგილებისათვის ხელის შეშლა. მგზავრმა ასევე უნდა შეფუტოს ბარგი, რათა მგზავრობისას ის არ იძლეოდეს გაფანტვის, დაღვრის ან სხვა ბარგის დაზიანება-დაბინძურების საშუალებას.

რაც შეეხება ჩვენი ოთხფეხა მეგობრების საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაყვანის საკითხს, მას აწესრიგებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის შესახებ“ 2015 წლის 6 აპრილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება. დასახელებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით, რომელიც 50 სანტიმეტრის რადიუსით ზღუდავს პატრონისგან ცხოველის დაცილების შესაძლებლობას, და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით. მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თანმყოლი, შეზღუდული უნარების კომპენსირებისთვის სპეციალურად გაწვრთნილი და აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ძაღლების პატრონებს (მფლობელებს, მსგავსი ძაღლების დახმარებით მოსარგებლე პირებს) აქვთ ზემოხსენებულ ცხოველებთან დაუბრკოლებლად გადაადგილების უფლება საზოგადოებრივი ტრანსპორტით და დანიშნულების ადგილებში. ამიტომ, 1994 წელს დამტკიცებული მერტოპოლიტენით სარგებლობის წესების 4.14 პუნქტის აკრძალვა ცხოველების გადაყვანაზე ძაღლების/კატების შემთხვევაში არ მოქმედებს.

მიუხედავად ამ უფლებისა, თანამგზავრების კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობის პატივისცემით მიზნით, არ უნდა იქნეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისეთი ცხოველები გადაყვანილი, რომლებიც არ არიან სათანადოდ გაწვრთნილები შესაბამის გარემოში ყოფნისათვის.

საინტერესოა პასუხისმგებლობის საკითხი. საქართველოს ადმინისტრსციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1073 მუხლის თანახმად, მეტროპოლიტენის საკონტროლო პუნქტებში გასვლა ან გასვლის მცდელობა დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე, რაშიც იგულისხმება ფასიანი ბარგის საფასურის გადაუხდელობა, იწვევს დაჯარიმებას 15 ლარის ოდენობით.

მეტროპოლიტენით ადვილად აალებადი, ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებისა და საყოფაცხოვრებო გაზის ბალონების გადატანა, იწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

მეტროპოლიტენით სარგებლობის განხილური სხვა წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

ამავე კანონის 128-ე მუხლის თანახმად, ავტობუსით საშიშ ნივთიერებათა ან საგანთა გადატანა, აგრეთვე მათი ბარგად ჩაბარება, იწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

ტასო შანავა

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში

პირისათვის განმეორებით დაკავებისა და მსჯავრდების აკრძალვა

საარჩევნო სისტემები (პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა)

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი მოწესრიგება

სუბროგაციის საკითხი სიცოცხლის დაზღვევისას

სამხედრო სავალდებულო სამსახური

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელ პირთა წრე

მემკვიდრეობის მიღება

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა

დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრობა

დაგროვებითი პენსიის გამოთვლის წესი

კინო ოფისში - ნების გამოვლენა სამეცნიერო ფანტასტიკაში

კინო ოფისში - აქტი I

ალიმენტის გადახდა

ორსული საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე

ცივი იარაღით სარგებლობის წესები

საპენსიო შენატანის ოდენობის გაანგარიშება

კინო ოფისში: დანაშაულის გახსნა, მორალი და სულიერი ტანჯვა

პრაქტიკა

ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი

კინო ოფისში

იურიდიული პირის ქონების გადასახადი

ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება

თანამშრომლობა ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფთან

იურიდიული პირის რეგისტრაცია საქართველოში

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

წარმატება

ჯორდანო ბრუნოს უფლებები სოციალურ მედიაში

მემორანდუმი ალტერბრიჯის უნივერსიტეტთან

მარიხუანა, დეკრიმინალიზაცია და მილის ზიანის პრინციპი

ჟურნალი ZD-ში გამოქვეყნებული პირველი ნაშრომი ქართველთა მიერ

მართლწინააღმდეგობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი და პატრონთა პასუხისმგებლობა

პაციენტის სამედიცინო და პერსონალურ მონაცემებზე წვდომა/გავრცელება

ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ფულის ვარგისობის განსაზღვრისა და მათი მიღება-გამოცვლის წესი

პირგასამტეხლოს პრაქტიკული რეალიზაცია

არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურა

დანაშაულის შეუტყობინებლობა

საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

JMG & Partners ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ

JMG & Partners-სა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი დაიდო

JMG & Partners-ის სალონური სამართლის ციკლი დაიწყო

ძალოვანი უწყების წარმომადგენელთან ურთიერთობის რამდენიმე არსებითი საკითხი

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორების“ (JMG & Partners) განცხადება „translate.ge-ს“ საქმესთან დაკავშირებით

JMG & Partners-ის ერთდღიანი ტრენინგი თემაზე: აღსრულების სამართალი პრაქტიკაში

JMG & Partners-ისა და პრაქტიკული სამართლის ცენტრის ტრენინგი თემაზე - ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის

JMG & Partners-ის ახალი მომსახურება

JMG & Partners-ის გენერალური დირექტორის, მმართველი პარტნიორის, ადვოკატის, სამართლის დოქტორის, სერგი ჯორბენაძის სამეცნიერო სტატია გერმანულ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორებისა“ და „პრაქტიკული სამართლის ცენტრის“ ტრენინგი თემაზე - „ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის“.

JMG & Partners ტრენინგი თემაზე: წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები