• ორშაბათი - პარასკევი
    11.00 - 19.00
  • 032 2 90 41 39
    032 2 90 41 39
  • ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 43,
    V სად. II სართ. ოთახი 38
პირისათვის განმეორებით დაკავებისა და მსჯავრდების აკრძალვა


პირისათვის განმეორებით დაკავებისა და მსჯავრდების აკრძალვა


საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის2კ-67აპ.-14 განაჩენი


საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლი ითვალისწინებს პრინციპს, განმეორებით მსჯავრდების აკრძალვის შესახებ. აღნიშნული პრინციპი ნიშნავს იმას, რომ პირი ერთსა და იმავე დანაშაულისთვის ორჯერ ვერ დაისჯება.

საინტერესოა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მაგალითად, თუ პირმა ერთი და იგივე ბინა რამდენიმეჯერ გაძარცვა, იგი მხოლოდ პირველ ჯერზე დაისჯება.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ განაჩენში (2-67აპ.-14) იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ აკრძალულია პირის სისხლისსამართლებრივი დევნა ან გასამართლება ხელმეორედ, ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც გამომდინარეობდა იდენტური ან არსებითად მსგავსი ფაქტებიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ პირს ერთსა და იმავე დროსა და სივრცეში ჩადენილი ერთი დანაშაულისთვის ორჯერ ვერ გაასამართლებენ.

მაგალითად, ლუკამ ანას განზრახ უკანონოდ მიჰყიდა შიდსით დაავადებული ადამიანის სისხლი. ანამ გადაისხადაავადებული სისხლი“. ლუკას კი პატიმრობა შეუფარდეს მხოლოდ სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის საფუძვლით. შემდგომში იგი ვეღარ დაისჯება შიდსის შეყრისათვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოიკვეთება დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

განმეორებით მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი გულისხმობს სწორედ იმას, რომ მას შემდეგ, რაც პირის მიმართ გამოტანილი განაჩენი შევა კანონიერ ძალაში, მის მიმართ იგივე ფაქტზე ხელახალი სისხლისსამართლებრივი დევნა ან დასჯა არ განხორციელდება.

ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია ევროსასამართლოს ის კრიტერიუმები, რომლებიც უნდა იქნეს მოშველიებული, ერთი და იმავე დანაშაულისათვის მსჯავრდების საკითხის გადაწყვეტისას, კერძოდ:

ა) იყო თუ არა გამოყენებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი ხასიათის სანქცია/პროცედურები;

ბ) იყო თუ არა ერთი და იგივე ის ქმედებები, რომლისთვისაც დაიწყეს პირის სისხლისსამართლებრივი დევნა;

გ) არსებობდა თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება (ანუ იყო თუ არა პირი გამართლებული ან გამტყუნებული);

დ) არსებობდა თუ არა სამართალწარმოების გამეორება (ანუ ერთსა და იმავე ფაქტზე სამართალწარმოება მეორედ დაიწყო თუ არა);

ამდენად, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პრინციპს, რომ აკრძალულია ერთსა და იმავე ფაქტზე პირის დასჯა სხვადასხვა საფუძვლით, სხვადასხვა დროს. პირი მეორედ ვერ დაისჯება, იმის მიუხედავად, პირველად გაამართლეს თუ გაამტყუნეს იგი.  

 

ნინო ბერიძე

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში

საარჩევნო სისტემები (პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა)

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი მოწესრიგება

სუბროგაციის საკითხი სიცოცხლის დაზღვევისას

სამხედრო სავალდებულო სამსახური

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელ პირთა წრე

მემკვიდრეობის მიღება

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა

დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრობა

დაგროვებითი პენსიის გამოთვლის წესი

კინო ოფისში - ნების გამოვლენა სამეცნიერო ფანტასტიკაში

კინო ოფისში - აქტი I

ალიმენტის გადახდა

ორსული საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე

ცივი იარაღით სარგებლობის წესები

საპენსიო შენატანის ოდენობის გაანგარიშება

კინო ოფისში: დანაშაულის გახსნა, მორალი და სულიერი ტანჯვა

პრაქტიკა

ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი

კინო ოფისში

იურიდიული პირის ქონების გადასახადი

ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება

თანამშრომლობა ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფთან

იურიდიული პირის რეგისტრაცია საქართველოში

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

წარმატება

ჯორდანო ბრუნოს უფლებები სოციალურ მედიაში

მემორანდუმი ალტერბრიჯის უნივერსიტეტთან

მარიხუანა, დეკრიმინალიზაცია და მილის ზიანის პრინციპი

ჟურნალი ZD-ში გამოქვეყნებული პირველი ნაშრომი ქართველთა მიერ

მართლწინააღმდეგობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი და პატრონთა პასუხისმგებლობა

პაციენტის სამედიცინო და პერსონალურ მონაცემებზე წვდომა/გავრცელება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში საგნების და შინაური ცხოველების გადატანის/ გადაყვანის წესი

ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ფულის ვარგისობის განსაზღვრისა და მათი მიღება-გამოცვლის წესი

პირგასამტეხლოს პრაქტიკული რეალიზაცია

არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურა

დანაშაულის შეუტყობინებლობა

საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

JMG & Partners ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ

JMG & Partners-სა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი დაიდო

JMG & Partners-ის სალონური სამართლის ციკლი დაიწყო

ძალოვანი უწყების წარმომადგენელთან ურთიერთობის რამდენიმე არსებითი საკითხი

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორების“ (JMG & Partners) განცხადება „translate.ge-ს“ საქმესთან დაკავშირებით

JMG & Partners-ის ერთდღიანი ტრენინგი თემაზე: აღსრულების სამართალი პრაქტიკაში

JMG & Partners-ისა და პრაქტიკული სამართლის ცენტრის ტრენინგი თემაზე - ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის

JMG & Partners-ის ახალი მომსახურება

JMG & Partners-ის გენერალური დირექტორის, მმართველი პარტნიორის, ადვოკატის, სამართლის დოქტორის, სერგი ჯორბენაძის სამეცნიერო სტატია გერმანულ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორებისა“ და „პრაქტიკული სამართლის ცენტრის“ ტრენინგი თემაზე - „ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის“.

JMG & Partners ტრენინგი თემაზე: წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები