2018 წლის 25 მარტს, JMG & Partners-ისა და პრაქტიკული სამართლის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, JMG & Partners-ის ოფისში ჩატარდა ტრენინგი თემაზე - წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები: პროცესი და სამართლებრივი შედეგები.
ტრენინგს წარუძღვნენ: JMG & Partners-ის გენერალური დირექტორი, მმართველი პარტნიორი, ადვოკატი, სერგი ჯორბენაძე და JMG & Partners-ის მმართველი პარტნიორი, ადვოკატი, პრაქტიკული სამართლის ცენტრის დირექტორი, აკაკი გაწერელია.