• ორშაბათი - პარასკევი
    11.00 - 19.00
  • 032 2 90 41 39
    032 2 90 41 39
  • ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 43,
    V სად. II სართ. ოთახი 38
შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ


შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ


საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილისას-1199-1127-2015 გადაწყვეტილება

 

პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.  

სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი

პირგასამტეხლოს მოთხოვნისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან. 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულებაამ ვალდებულების შესრულებამდე

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:

) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;

 ) დარღვევის სიმძიმეს, მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;

 ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს

პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. 

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოზე შეთანხმება მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენით მიიღწევა, ის არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას. სასამართლო არის უფლებამოსილი შეაფასოს მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამის უფლებას სასამართლოს აძლევს საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის ვალდებულება. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების დროს უნდა დაეყრდნოს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს: ვალდებულების დარღვევის ხარისხს, კრედიტორის მოლოდინს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ..

საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სკ-ის 420- მუხლი ითალისწინებს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესაძლებლობას. ამ დროს სასამართლო ეყრდნობა მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან

შეუსაბამობის კრიტერიუმებია: ხელშეკრულებით გათვალიწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწველ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

თამარ წულუკიძე

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში

პირისათვის განმეორებით დაკავებისა და მსჯავრდების აკრძალვა

საარჩევნო სისტემები (პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა)

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი მოწესრიგება

სუბროგაციის საკითხი სიცოცხლის დაზღვევისას

სამხედრო სავალდებულო სამსახური

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელ პირთა წრე

მემკვიდრეობის მიღება

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა

დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრობა

დაგროვებითი პენსიის გამოთვლის წესი

კინო ოფისში - ნების გამოვლენა სამეცნიერო ფანტასტიკაში

კინო ოფისში - აქტი I

ალიმენტის გადახდა

ორსული საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე

ცივი იარაღით სარგებლობის წესები

საპენსიო შენატანის ოდენობის გაანგარიშება

კინო ოფისში: დანაშაულის გახსნა, მორალი და სულიერი ტანჯვა

პრაქტიკა

ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი

კინო ოფისში

იურიდიული პირის ქონების გადასახადი

ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება

თანამშრომლობა ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფთან

იურიდიული პირის რეგისტრაცია საქართველოში

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

წარმატება

ჯორდანო ბრუნოს უფლებები სოციალურ მედიაში

მემორანდუმი ალტერბრიჯის უნივერსიტეტთან

მარიხუანა, დეკრიმინალიზაცია და მილის ზიანის პრინციპი

ჟურნალი ZD-ში გამოქვეყნებული პირველი ნაშრომი ქართველთა მიერ

მართლწინააღმდეგობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი და პატრონთა პასუხისმგებლობა

პაციენტის სამედიცინო და პერსონალურ მონაცემებზე წვდომა/გავრცელება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში საგნების და შინაური ცხოველების გადატანის/ გადაყვანის წესი

ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ფულის ვარგისობის განსაზღვრისა და მათი მიღება-გამოცვლის წესი

პირგასამტეხლოს პრაქტიკული რეალიზაცია

არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურა

დანაშაულის შეუტყობინებლობა

საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

JMG & Partners ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ

JMG & Partners-სა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი დაიდო

JMG & Partners-ის სალონური სამართლის ციკლი დაიწყო

ძალოვანი უწყების წარმომადგენელთან ურთიერთობის რამდენიმე არსებითი საკითხი

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორების“ (JMG & Partners) განცხადება „translate.ge-ს“ საქმესთან დაკავშირებით

JMG & Partners-ის ერთდღიანი ტრენინგი თემაზე: აღსრულების სამართალი პრაქტიკაში

JMG & Partners-ისა და პრაქტიკული სამართლის ცენტრის ტრენინგი თემაზე - ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის

JMG & Partners-ის ახალი მომსახურება

JMG & Partners-ის გენერალური დირექტორის, მმართველი პარტნიორის, ადვოკატის, სამართლის დოქტორის, სერგი ჯორბენაძის სამეცნიერო სტატია გერმანულ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორებისა“ და „პრაქტიკული სამართლის ცენტრის“ ტრენინგი თემაზე - „ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის“.

JMG & Partners ტრენინგი თემაზე: წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები