სავაჭრო ობიექტებში, როდესაც მომხმარებლის მიერ ხდება პროდუქციის შერჩევა, საქონლის შემთხვევითი დაღუპვის (განადგურების) ან დაზიანების რისკი გადადის მასზე მხოლოდ ნივთის შეძენის, ანუ სალაროში საფასურის გადახდის, მომენტში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 482-ე მუხლის 1-ლი ნაწილი); თუ განადგურება/დაზიანება მოხდა ამ მომენტამდე, რისკს ატარებს ამ საქონლის მესაკუთრე (გამყიდველი), რაც ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია მომხმარებლისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
თანხის გადახდის ერთადერთ გზას წარმოადგენს სასამართლო. კერძოდ, სასამართლოს გზით უნდა ამტკიცოს მაღაზიამ, რომ მომხმარებელმა განზრახ დააზიანა/გაანადგურა ნივთი. ამიტომ იმავე მომენტში, როდესაც მას მოთხოვენ თანხის გადახდას, უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ საქონლის დაზიანება მოხდა სწორედ სავაჭრო ობიექტში არსებული პირობების გამო.
ასეთ პირობებს, როდესაც სავაჭრო ობიექტი არის ბრალეული (და, შესაბამისად, თანხის გადახდა მომხმარებელს არ ევალება), წარმოადგენს:
- სავაჭრო სივრცის ვიწრო გასასვლელი, რომელიც არ აკმაყოფილებს შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების
სტანდარტებს, ან როდესაც გასასვლელი ჩახერგილია ყუთებით;
-
პროდუქცია მყარად არ არის განლაგებული თაროზე/სტელაჟზე
ან თვითონ ეს უკანასკნელი არის არასტაბილური და დაუცველი;
-
ობიექტში სველი იატაკია და საქონლის გაფუჭება
მოხდა ფეხის გასრიალების გამო;
- პროდუქცია დაზიანდა სალაროს მოძრავი ლენტიდან გადავარდნით.
ამ შემთხვევებში ბრალეული გამოდის გამყიდველი და არავის შეუძლია მომხმარებლისგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
მომხმარებელს (მყიდველს) ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშობა, თუ:
-
ნივთი ხელიდან გაუვარდა;
-
პროდუქცია დაზიანდა/განადგურდა სავაჭრო ობიქტის სივრცეში
სირბილის, ჩხუბის, ალკოჰოლურ მდგომარეობაში ყოფნის შედეგად;
- საქონელი განზრახ იყო გატეხილი (მაგ. საჯაროდ პროტესტის ნიშნად, სხვა შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია განზრახვის მტკიცება).
ამ შემთხვევებში, ზიანის სრული ოდენობით ანაზღაურებისას, დაზიანებული ნივთი მომხმარებლის საკუთრებაში გადადის.
თუ კი სავაჭრო ობიექტის ადმინისტრაცია მაინც გააგრძელებს თანხის გადახდის მოთხოვნას (მიუხედავად მომხმარებლის უდანაშაულობისა), შესაძლებელია საჩივრების წიგნის მოთხოვნა და მასში ინციდენტის შესახებ ჩანაწერის დატოვება; ასევე, საქონლის გაფუჭების აქტის შედგენის მოთხოვნა, სადაც აუცულებლად უნდა ჩაიწეროს მომხმარებლის მოსაზრებები მომხდართან დაკავშირებით და დასაბუთება მომხმარებლის უდანაშაულობის (არაბრალეულობის) შესახებ.
ასევე, აქტის შესადგენად ადმინისტრაცია მომხმარებელს მოსთხოვს პირადი მონაცემების წარმოდგენას. ასეთ დროს მნიშვნელოვანია მომხმარებელმა იცოდეს თავისი უფლება: გადასცეს ან არ გადასცეს თავისი პირადობის დამადასტურებელი საბუთი. თუ გადაცემულ იქნა ასეთი საბუთი, იგი გირაოს სახით იქნება შენახული, თანხის სრულად გადახდამდე. გასათვალისწინებელია,რომ პირადობის მოწმობის სავალდებულო წარდგენის მოთხოვნა აქვთ მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს.
იმ შემთხვევაში, თუ დაცვის თანამშრომელი მომხმარებელს არ უშვებს სავაჭრო ობიექტიდან თანხის გადაუხდელობის გამო, ნიშანდობლივია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც დაცვის ასეთი მოქმედება წარმოადგენს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას.
მაშასადამე,
ზიანის ანაზღაურდება მოხდება, თუ მომხმარებლის ბრალეულობა დამტკიცდება სასამართლოში.
ამიტომ ადმინისტრაციას არ აქვს მომხმარებლის დაკავების უფლება. საჭიროების შემთხვევაში,
სამართალდამცავების გამოძახება მომხმარებელს შეუძლია.
ტასო შანავა