• ორშაბათი - პარასკევი
    11.00 - 19.00
  • 032 2 90 41 39
    032 2 90 41 39
  • ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 43,
    V სად. II სართ. ოთახი 38
ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა


ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა


საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 10 ოქტომბრის №ბს-854-836(კ-12) გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული აქტი აუცილებლად უნდა გაეცნოს იმ პირს, ვის მიმართაც არის იგი გამოცემული. აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების საბოლოო ეტაპს წარმოადგენს. შედეგად, ამავე აქტით გამოცემული გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით.

გარდა ამისა, აქტის ძალაში შესვლის განსაზღვრა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დასაცავად. სწორედ აქტის ძალაში შესვლის, ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადების ათვლა. გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ამდენად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. აქტი უნდა შეიცავდეს მითითებას მისი გასაჩივრების წესის შესახებ. შეუძლებელია, პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება და გასაჩივრება. არასამართლიანი მიდგომაა, როდესაც აქტის გასაჩივრების ვადა აითვლება არა მისი ადრესატის მიერ ოფიციალური გაცნობის, არამედ უფლებამოსილი ადმინისტრაცული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. აქტის ოფიციალურად გაცნობით პირისთვის ცნობილი ხდება, რა გახდა უარის თქმის საფუძველი და შესაბამისად, ექნება თუ არა პერსპექტივა მის საჩივარს, აგრეთვე ის, თუ რა სამართლებრივი საშუალებებით შეძლებს თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვას.

სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული აქტის (გადაწყვეტილების) გასაჩივრების ვადის ათვლა, ცალკეულ შემთხვევებში უნდა მოხდეს ამ აქტის მხარისთვის ჩაბარების მომენტიდან და არა მისი მიღებიდან. აღნიშნული წესი იმოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ საერთაშორისო დონეზე განსხვავებული მოწესრიგებაა განსაზღვრული.

აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. გასაჩივრების ვადის ათვლა არ ხდება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან. აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დასაცავად მნიშვნელოვანია აქტის ძალაში შესვლის მომენტის განსაზღვრა. საჩივრის უფლება წარმოიშობა გამოცემული აქტით უფლების დარღვევით, რომელიც მხოლოდ ძალაში შესული აქტით არის შესაძლებელი. აქტი უნდა შეიცავდეს მითითებას, მისი გასაჩივრების წესის შესახებ. სწორედ აქტის ძალაში შესვლის ანუ მხარისთვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე იწყება მისი გასაჩივრების ვადების ათვლა. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება და გასაჩივრება.

 

მარიამ ლაბარტყავა

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში

პირისათვის განმეორებით დაკავებისა და მსჯავრდების აკრძალვა

საარჩევნო სისტემები (პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა)

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი მოწესრიგება

სუბროგაციის საკითხი სიცოცხლის დაზღვევისას

სამხედრო სავალდებულო სამსახური

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელ პირთა წრე

მემკვიდრეობის მიღება

დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრობა

დაგროვებითი პენსიის გამოთვლის წესი

კინო ოფისში - ნების გამოვლენა სამეცნიერო ფანტასტიკაში

კინო ოფისში - აქტი I

ალიმენტის გადახდა

ორსული საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე

ცივი იარაღით სარგებლობის წესები

საპენსიო შენატანის ოდენობის გაანგარიშება

კინო ოფისში: დანაშაულის გახსნა, მორალი და სულიერი ტანჯვა

პრაქტიკა

ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი

კინო ოფისში

იურიდიული პირის ქონების გადასახადი

ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება

თანამშრომლობა ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფთან

იურიდიული პირის რეგისტრაცია საქართველოში

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

წარმატება

ჯორდანო ბრუნოს უფლებები სოციალურ მედიაში

მემორანდუმი ალტერბრიჯის უნივერსიტეტთან

მარიხუანა, დეკრიმინალიზაცია და მილის ზიანის პრინციპი

ჟურნალი ZD-ში გამოქვეყნებული პირველი ნაშრომი ქართველთა მიერ

მართლწინააღმდეგობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი და პატრონთა პასუხისმგებლობა

პაციენტის სამედიცინო და პერსონალურ მონაცემებზე წვდომა/გავრცელება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში საგნების და შინაური ცხოველების გადატანის/ გადაყვანის წესი

ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ფულის ვარგისობის განსაზღვრისა და მათი მიღება-გამოცვლის წესი

პირგასამტეხლოს პრაქტიკული რეალიზაცია

არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურა

დანაშაულის შეუტყობინებლობა

საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

JMG & Partners ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ

JMG & Partners-სა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი დაიდო

JMG & Partners-ის სალონური სამართლის ციკლი დაიწყო

ძალოვანი უწყების წარმომადგენელთან ურთიერთობის რამდენიმე არსებითი საკითხი

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორების“ (JMG & Partners) განცხადება „translate.ge-ს“ საქმესთან დაკავშირებით

JMG & Partners-ის ერთდღიანი ტრენინგი თემაზე: აღსრულების სამართალი პრაქტიკაში

JMG & Partners-ისა და პრაქტიკული სამართლის ცენტრის ტრენინგი თემაზე - ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის

JMG & Partners-ის ახალი მომსახურება

JMG & Partners-ის გენერალური დირექტორის, მმართველი პარტნიორის, ადვოკატის, სამართლის დოქტორის, სერგი ჯორბენაძის სამეცნიერო სტატია გერმანულ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორებისა“ და „პრაქტიკული სამართლის ცენტრის“ ტრენინგი თემაზე - „ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის“.

JMG & Partners ტრენინგი თემაზე: წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები