JMG & Partners წარმოგიდგენთ „კინო ოფისშის“ ფარგლებში მეორე ღონისძიებას თემაზე: ნების გამოვლენა სამეცნიერო ფანტასტიკაში. კინოჩვენება გაიმართება 2019 წლის 24 მაისს, 19:30 საათზე, JMG & Partners-ის ოფისში.
ღონისძიებას წარუძღვება JMG & Partners-ის მმართველი პარტნიორი, ადვოკატი, სერგი ჯორბენაძე.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება Black Mirror-ის“ ერთ-ერთი სერია „შავი მუზეუმი“. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია აღნიშნულ ფილმთან დაკავშირებით. დისკუსია მოიცავს აკადემიურ (იურიდიულ) საკითხებთან დაკავშირებულ მსჯელობას, სადაც განხილული იქნება ფილმში მოცემული სიუჟეტი საკანონმდებლო ჭრილში.
ღონისძიებაზე მონაწილეობა უფასოა. მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი განაცხადი:
https://forms.gle/FDYKpJDEj6FFLVSy9
დარეგისტრირებულთაგან შეირჩევა მხოლოდ 10 მონაწილე.
ყველა მონაწილეს გაეგზავნება ელ. ფოსტა (თანხმობის ან უარის შესახებ).
რეგისტრაციის ვადა იწურება 2019 წლის 18 მაისს. დაგვიანებით დარეგისტრირებულ მონაწილეებს არ დაუკავშირდებიან!