• ორშაბათი - პარასკევი
    11.00 - 19.00
  • 032 2 90 41 39
    032 2 90 41 39
  • ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 43,
    V სად. II სართ. ოთახი 38
პირგასამტეხლოს პრაქტიკული რეალიზაცია


პირგასამტეხლოს პრაქტიკული რეალიზაცია


პირგასამტეხლო არის ფულადი თანხის ის ოდენობა, რომელიც შეიძლება კრედიტორმა (მხარე, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს მეორე მხარისგან გარკვეული ქმედების შესრულება) მოსთხოვოს მოვალეს (პირი, რომელსაც აკისრია ვალდებულება კრედიტორის მიმართ) ვალდებულების დარღვევისთვის (ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის).

პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა წერილობითი შეთანხმების შედეგს. ამდენად, პირგასამტეხლო მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეკისროს მხარეს სახელშეკრულებო ურთიერთობისას, თუ იგი ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. მხარეებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ პირგასამტეხლო ნებისმიერი ოდენობით (ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ვალუტაში), რაც კანონ არ ეწინააღმდეგება. პირგასამტეხლო არ შეიძლება ფულადი თანხის გარდა, განისაზღვროს სხვა ქონებრივი სიკეთით, მაგალითად, ოქროთი და ..

გარდა ხელშეკრულებისა, პირგასამტეხლო შესაძლებელია განისაზღვროს კანონით (მაგალითად, თუ პირი საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ გადაიხდის გადასახადს, შეიძლება დაეკისროს ჯარიმა გადაუხდელი თანხის 0,05% ყოველი ვადაგადაციელბული დღისთვის). კანონით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემთხვევაში მხარეებს არ გააჩნიათ თავისუფლება, შეჯერდნენ მის ოდენობაზე, ფულად ერთეულზე და სხვ.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მოთხოვნასთან ერთად, შესაბამისი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება მხარეს გააჩნია მხოლოდ მაშინ, თუ პირგასამტეხლო ვადაგადაცილებას ეხება. მაგალითად, თუ გათვალისწინებულია სესხის გადახდა ყოველი თვის 20 რიცხვში და მსესხებელმა არ გადაიხადა თანხა დათქმულ დღეს. მაშინ თანხის გადახდასთან (ვალდებულების შესრულებასთან) ერთად, შეიძლება მხარეს მოეთხოვოს დაგვიანებისთვის პირგასამტეხლოს გადახდაც.

პირგასამტეხლოს არსებობა არ არის მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისთვის. თუ მხარეს მოვალის ბრალეული (კანონის ფარგლებში) ქმედებით მიადგა ზიანი, მას პირგასამტეხლოსთან ერთად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე გააჩნია. მთავარია, რომ ასეთ შემთხვევაში დასტურდებოდეს ზიანის ფაქტი.

იმისთვის, რომ მხარეთა თავისუფლება პირგასამტეხლოს ოდენობის გაწერისას, არ გაცდეს სამართლიან ფარგლებს, კანონი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას. ასეთი შემთხვევა უპირატესად იცავს .. სუსტ კონტრაჰენტს (პირი, რომელსაც ხელშეკრულებით რაიმე ვალდებულება აკისრია). მაგალითად, პირს, რომელსაც ბანკთან მიმართებით შესაძლოა წარმოადგენდეს მსესხებელი. პირგასამტეხლოს შემცირებისას მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესზე ასეთი მოთხოვნა დააყენოს მხარემ. ამ შემთხვევაში მან უნდა მოინდომოს პირგასამტეხლოს შემცირება გონივრულ ოდენობამდე და დაასაბუთოს, რომ ხელშეკრულებაში გაწერილი თანხა წარმოადგენსშეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს.

ყურადსაღებია, რომ პირგასამტეხლოს შემცირება დაუშვებელია კანონისმიერი პირგასამტეხლოს არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი მოთხოვნა სამართლებრივი შედეგის არმქონე იქნება.

ის, თუ რას უნდა დაეყრდნოს სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას, წარმოადგენს კონკრეტული გარემოების ინდივიდუალურ შესწავლას. აღნიშნულის მაგალითია –  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ხარისხი, სესხის ურთიერთობისას, სესხის ძირითადი თანხის ოდენობა, სარგებლის (დარიცხული პროცენტის) ოდენობა და სხვ.

 

ნინო ბერიძე

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში

პირისათვის განმეორებით დაკავებისა და მსჯავრდების აკრძალვა

საარჩევნო სისტემები (პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა)

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი მოწესრიგება

სუბროგაციის საკითხი სიცოცხლის დაზღვევისას

სამხედრო სავალდებულო სამსახური

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელ პირთა წრე

მემკვიდრეობის მიღება

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა

დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრობა

დაგროვებითი პენსიის გამოთვლის წესი

კინო ოფისში - ნების გამოვლენა სამეცნიერო ფანტასტიკაში

კინო ოფისში - აქტი I

ალიმენტის გადახდა

ორსული საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე

ცივი იარაღით სარგებლობის წესები

საპენსიო შენატანის ოდენობის გაანგარიშება

კინო ოფისში: დანაშაულის გახსნა, მორალი და სულიერი ტანჯვა

პრაქტიკა

ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი

კინო ოფისში

იურიდიული პირის ქონების გადასახადი

ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება

თანამშრომლობა ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფთან

იურიდიული პირის რეგისტრაცია საქართველოში

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

წარმატება

ჯორდანო ბრუნოს უფლებები სოციალურ მედიაში

მემორანდუმი ალტერბრიჯის უნივერსიტეტთან

მარიხუანა, დეკრიმინალიზაცია და მილის ზიანის პრინციპი

ჟურნალი ZD-ში გამოქვეყნებული პირველი ნაშრომი ქართველთა მიერ

მართლწინააღმდეგობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი და პატრონთა პასუხისმგებლობა

პაციენტის სამედიცინო და პერსონალურ მონაცემებზე წვდომა/გავრცელება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში საგნების და შინაური ცხოველების გადატანის/ გადაყვანის წესი

ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ფულის ვარგისობის განსაზღვრისა და მათი მიღება-გამოცვლის წესი

არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურა

დანაშაულის შეუტყობინებლობა

საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

JMG & Partners ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ

JMG & Partners-სა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი დაიდო

JMG & Partners-ის სალონური სამართლის ციკლი დაიწყო

ძალოვანი უწყების წარმომადგენელთან ურთიერთობის რამდენიმე არსებითი საკითხი

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორების“ (JMG & Partners) განცხადება „translate.ge-ს“ საქმესთან დაკავშირებით

JMG & Partners-ის ერთდღიანი ტრენინგი თემაზე: აღსრულების სამართალი პრაქტიკაში

JMG & Partners-ისა და პრაქტიკული სამართლის ცენტრის ტრენინგი თემაზე - ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის

JMG & Partners-ის ახალი მომსახურება

JMG & Partners-ის გენერალური დირექტორის, მმართველი პარტნიორის, ადვოკატის, სამართლის დოქტორის, სერგი ჯორბენაძის სამეცნიერო სტატია გერმანულ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორებისა“ და „პრაქტიკული სამართლის ცენტრის“ ტრენინგი თემაზე - „ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის“.

JMG & Partners ტრენინგი თემაზე: წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები