• ორშაბათი - პარასკევი
    11.00 - 19.00
  • 032 2 90 41 39
    032 2 90 41 39
  • ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 43,
    V სად. II სართ. ოთახი 38
სამხედრო სავალდებულო სამსახური


სამხედრო სავალდებულო სამსახური


12-თვიან სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა საქართველოს მთავრობის დადგენილებით №12 (28.01.2019)  დაიწყო 2019 წლის 1 თებერვლიდან და გაგრძელდება 29 ივნისამდე. სულ გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვრება 4470-ით და გადანაწილდა შემდეგნაირად:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში (1700)

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში (1309)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (920)

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (200)

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (341)

 

18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არა აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას. საინტერესოა, თუ რა შემთხვევებში არის შესაძლებელი სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლება ან გაწვევის გადავადება.

 

სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან:

·         ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირი;

·         პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარა;

·         პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი;

·         პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურს;

·         ასპირანტი;

·         პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას;

·         ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას.

საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გაათავისუფლოს სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.

 

წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ:

·         ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურის გავლისათვის დროებით უვარგისად არის ცნობილი – ვადით ერთ წლამდე;

·         მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა – შესაბამისი ორგანოების მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე;

·         არის უმაღლესი ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის სტუდენტი და ჩარიცხული იყო სამხედრო კათედრაზე – ამ პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე;

·         არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე;

·         მან გადაიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი;

·         რის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე – 20 წლის ასაკამდე;

·         პატრონობს შრომისუუნარო, მის კმაყოფაზე მყოფ ბებიას ან პაპას, თუ მას არა ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;

·         ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი;

·         მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას და არა ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;

·         მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას, ჰყავს ცალკე ოჯახად მცხოვრები და, რომელსაც არ შეუძლია ოჯახის შრომისუუნარო წევრის მოვლა-პატრონობა;

·         მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი ან/და ობოლი და-ძმა;

·         რის მღვდელთმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში;

·         არის დედისერთა;

·         მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად;

·         გაწვევის გადავადების უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით;

·         ჰყავს ერთი შვილი – შვილის შეძენის დღიდან სამი წლის ვადით.

თუ წვევამდელი გაწვევის დღისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, მას სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე. საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში იგი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან.

 

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლი ადგენს დარღვევის სახეებს, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს ამ დარღვევებისათვის სანქციებს, რომლებქვევითაა მოცემული:

 

მუხლი 1961: წვევამდელთა (პირველად) სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტშიქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით მოქალაქის გამოუცხადებლობაამოიწვევს გაფრთხილებას.

 

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურის გამოძახებით გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, დოკუმენტური დადასტურებით, არის მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან აღმზრდელის გარდაცვალება, ავადმყოფობა, აგრეთვე სტიქიური ხასიათის ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოებანი.

 

მუხლი 197: მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის მიერ მისი ოჯახური მდგომარეობის, სამუშაო და საცხოვრებელი (ფაქტობრივი და რეგისტრაციის) ადგილების, თანამდებობის შეცვლის, განათლების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის აღნიშნული თანამდებობის პირისთვის 2 კვირის ვადაში მიუწოდებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

აღნიშნულ სამართალდარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

 

მუხლი 1971: სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა –

გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით.

 

ტასო შანავა

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში

პირისათვის განმეორებით დაკავებისა და მსჯავრდების აკრძალვა

საარჩევნო სისტემები (პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა)

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი მოწესრიგება

სუბროგაციის საკითხი სიცოცხლის დაზღვევისას

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელ პირთა წრე

მემკვიდრეობის მიღება

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა

დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრობა

დაგროვებითი პენსიის გამოთვლის წესი

კინო ოფისში - ნების გამოვლენა სამეცნიერო ფანტასტიკაში

კინო ოფისში - აქტი I

ალიმენტის გადახდა

ორსული საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე

ცივი იარაღით სარგებლობის წესები

საპენსიო შენატანის ოდენობის გაანგარიშება

კინო ოფისში: დანაშაულის გახსნა, მორალი და სულიერი ტანჯვა

პრაქტიკა

ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი

კინო ოფისში

იურიდიული პირის ქონების გადასახადი

ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება

თანამშრომლობა ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფთან

იურიდიული პირის რეგისტრაცია საქართველოში

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

წარმატება

ჯორდანო ბრუნოს უფლებები სოციალურ მედიაში

მემორანდუმი ალტერბრიჯის უნივერსიტეტთან

მარიხუანა, დეკრიმინალიზაცია და მილის ზიანის პრინციპი

ჟურნალი ZD-ში გამოქვეყნებული პირველი ნაშრომი ქართველთა მიერ

მართლწინააღმდეგობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი და პატრონთა პასუხისმგებლობა

პაციენტის სამედიცინო და პერსონალურ მონაცემებზე წვდომა/გავრცელება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში საგნების და შინაური ცხოველების გადატანის/ გადაყვანის წესი

ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ფულის ვარგისობის განსაზღვრისა და მათი მიღება-გამოცვლის წესი

პირგასამტეხლოს პრაქტიკული რეალიზაცია

არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურა

დანაშაულის შეუტყობინებლობა

საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

JMG & Partners ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ

JMG & Partners-სა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი დაიდო

JMG & Partners-ის სალონური სამართლის ციკლი დაიწყო

ძალოვანი უწყების წარმომადგენელთან ურთიერთობის რამდენიმე არსებითი საკითხი

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორების“ (JMG & Partners) განცხადება „translate.ge-ს“ საქმესთან დაკავშირებით

JMG & Partners-ის ერთდღიანი ტრენინგი თემაზე: აღსრულების სამართალი პრაქტიკაში

JMG & Partners-ისა და პრაქტიკული სამართლის ცენტრის ტრენინგი თემაზე - ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის

JMG & Partners-ის ახალი მომსახურება

JMG & Partners-ის გენერალური დირექტორის, მმართველი პარტნიორის, ადვოკატის, სამართლის დოქტორის, სერგი ჯორბენაძის სამეცნიერო სტატია გერმანულ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორებისა“ და „პრაქტიკული სამართლის ცენტრის“ ტრენინგი თემაზე - „ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის“.

JMG & Partners ტრენინგი თემაზე: წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები