2019 წლის 15 თებერვალს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში JMG & Partners-ის ეგიდით ჩატარდა სალონური სამართლის მორიგი ღონისძიება, სახელწოდებით: ჯორდანო ბრუნოს უფლებები სოციალურ მედიაში. ღონისძიებას წარუძღვნენ JMG & Partners-ის მმართველი პარტნიორები, ადვოკატები: სერგი ჯორბენაძე, დიმიტრი გეგენავა და უჩა ბახტაძე.