2018 წლის 19 ივნისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში გაიმართა განხილვა, რომლის ფარგლებშიც, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილის მიმართ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შესაბამისი პრინციპის დარღვევის დადგენას ითხოვდა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოში სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს, ცენტრის იურისტ, ანი მჭედლიშვილთან ერთად, წარმოადგენდა ჩვენი კომპანიის გენერალური დირექტორი, მმართველი პარტნიორი, სერგი ჯორბენაძე.
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის განცხადება დაკმაყოფილდა და დაადგინა აკაკი გოგიჩაიშვილის მხრიდან საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ლი პრინციპის დარღვევა. კერძოდ, საბჭოს პოზიციით, ჟურნალისტმა აუდიტორიას სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობის თაობაზე არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესახებ იხილეთ: http://qartia.ge/ka/siakhleebi/article/54661