• ორშაბათი - პარასკევი
    11.00 - 19.00
  • 032 2 90 41 39
    032 2 90 41 39
  • ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 43,
    V სად. II სართ. ოთახი 38
დანაშაულის შეუტყობინებლობა


დანაშაულის შეუტყობინებლობა


„არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში“ — ფრაზა ცნობილი რომანიდან, რომელიც სოციალურად მისაღებ ქცევას გვკარნახობს, თუ სისხლის სამართლის დანაშაული? კანონმდებელი დათა თუთაშხიობას არ მიიჩნევს პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად. მეტიც, კანონი პასუხისმგებლობას აწესებს პირისთვის, რომელმაც დანამდვილებით იცოდა, რომ მზადდებოდა ან ჩადენილი იყო დანაშაული. თუმცა, ამის მიუხედავად მან აღნიშნული არ შეატყობინა შესაბამის სამსახურს. სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი აწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. იგი მოქმედებს მხოლოდ კონკრეტული კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისას. მუხლი შედგება სამი ნაწილისაგან, აქედან პირველი შეეხება ნაკლებად მძიმე დანაშაულთაგან მხოლოდ კონკრეტულ მუხლებს: 255, 2551, 2552;  მეორე ნაწილით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ისეთი დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის, რომელიც მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო მესამე ნაწილით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაა გათვალისწინებული. 

საზოგადოების ტოლერანტული დამოკიდებულება დამნაშავეთა მიმართ, ზრდის  ლატენტურ დანაშაულთა რიცხვს, რაც თავის მხრივ დიდ გავლენას ახდენს კრიმინალურ სიტუაციაზე.  კერძოდ, საზოგადოება  ტოლერანტულადაა განწყობილი რიგი დანაშაულების მიმართ და საჭიროდ არ მიიჩნევს მათ შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია პოლიციას. მაგალითად, უმეტესი ჩვენგანი უშუალოდ შესწრებია ან საკუთარი სახლიდან მაინც დაუნახავს ჩხუბის ფაქტი, თუმცა, რამდენ ჩვენგანს დაურეკავს ამის გამო პოლიციაში? სავარაუდოა, რომ ცოტას. სწორედ აქედან ჩნდება ლატენტური დანაშაული, რომელიც არ მიდის საგამოძიებო ორგანოებამდე და შესაბამისად, არ ხდება საქმეზე გამოძიება და დამნაშავის გამოვლენა. ეს ყოველივე მეტად ზრდის კრიმინოგენურ სიტუაციას, განსაკუთრებით არასრულწლოვნებში, რადგან მათ ფსიქოლოგიური განვითარების დონისა და  დანაშაულებრივი კარიერის დასაწყებად ყველაზე მისაღები ასაკის გამო უყალიბდებათ იმგვარი კრიმინალური მენტალიტეტი, რომელიც დანაშაულის შეტყობინებას შესაბამისი ორგანოებისათვის სოციალურად მიუღებელ ქცევად წარმოაჩენს.

„დუმილი — ოქრო რჩეული“ — როგორც ჩანს, კანონმდებელი არ იზიარებს ამ ცნობილ პოსტულატს და ოქროს მოპოვების ნაცვლად ზოლიანი სამოსის მორგებას ან კედლის მეორე მხარეს განთავსებას გვიქადის. ამგვარი მოწესრიგებით კანონმდებელი ცდილობს, სამართლებრივი მართლშეგნება აამაღლოს ადამიანებში, საზოგადოებრივი მონაწილეობის ხარისხიც გაზარდოს მართლმსაჯულების განხორციელების ეტაპზე და მაქსიმალურად შეამციროს ლატენტურ დანაშაულთა რიცხვი. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიაზროს, რომ მკვლელის გამოაშკარავებაზე თვალის დახუჭვა დანაშაულია, ამდენად, თუ პირი შეესწრება, მაგალითად, ყაჩაღობის ფაქტს, არ დატოვოს აღნიშნული რეაგირების გარეშე და შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს. მართლაც, იმისათვის, რომ დანაშაულის პრევენციის იდეამ სასურველ შედეგს მიაღწიოს, პირველ რიგში სწორედ მორალური ბარიერების შექმნაზე უნდა იზრუნოს. მორალურ ბარიერში კი, საზოგადოებაში დამკვიდრებული წინასწარ შექმნილი აზრების კრიტიკული შეფასება იგულისხმება.

მეტად მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც ოჯახის ერთი წევრი შეიტყობს ოჯახის სხვა წევრის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს. ასეთ დროს, ოჯახის წევრი დგება გარკვეული მორალური დილემის წინაშე. შესაბამისად, დაისმის შეკითხვა, თუ რამდენად გამართლებულია, რომ  ასეთ შემთხვევაში კანონმა იგი დაავალდებულოს, მიმართოს პოლიციას და განაცხადოს ოჯახის წევრის მიერ ჩადენილი ქმედების თაობაზე? რა თქმა უნდა, აღნიშნული გაუმართლებელი იქნება მორალურ პრინციპებთან მიმართებით. ამიტომ, კანონმდებელმა, სამართლიანად, ამ დანაშაულის სუბიექტთა წრიდან გამორიცხა ახლო ნათესავები, რომლის დეფინიციასაც სისხლის სამართლის კოდექსი გვაძლევს: მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.

დანაშაულის შეუტყობინებლობა ხელის შეწყობაა დამნაშავეთათვის. ნებსით თუ უნებლიეთ, დანაშაულის შემსწრე ხდება დამნაშავის „თანამზრახველი“, რადგან იჩენს გულგრილობას და დაზარალებულის სამართლებრივი მდგომარეობის მიუხედავად, უარს ამბობს დამნაშავის გამოაშკარავებაზე.

„ზოგჯერ თქმა სჯობს, არა-თქმასა“, ხოლო როდის არის ეს „ზოგჯერ“ კანონთან მიმართებით, პირდაპირ განსაზღვრავს კანონმდებელი.

ნინო ლეჟავა

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში

პირისათვის განმეორებით დაკავებისა და მსჯავრდების აკრძალვა

საარჩევნო სისტემები (პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა)

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი მოწესრიგება

სუბროგაციის საკითხი სიცოცხლის დაზღვევისას

სამხედრო სავალდებულო სამსახური

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელ პირთა წრე

მემკვიდრეობის მიღება

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა

დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრობა

დაგროვებითი პენსიის გამოთვლის წესი

კინო ოფისში - ნების გამოვლენა სამეცნიერო ფანტასტიკაში

კინო ოფისში - აქტი I

ალიმენტის გადახდა

ორსული საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე

ცივი იარაღით სარგებლობის წესები

საპენსიო შენატანის ოდენობის გაანგარიშება

კინო ოფისში: დანაშაულის გახსნა, მორალი და სულიერი ტანჯვა

პრაქტიკა

ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი

კინო ოფისში

იურიდიული პირის ქონების გადასახადი

ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება

თანამშრომლობა ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფთან

იურიდიული პირის რეგისტრაცია საქართველოში

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

წარმატება

ჯორდანო ბრუნოს უფლებები სოციალურ მედიაში

მემორანდუმი ალტერბრიჯის უნივერსიტეტთან

მარიხუანა, დეკრიმინალიზაცია და მილის ზიანის პრინციპი

ჟურნალი ZD-ში გამოქვეყნებული პირველი ნაშრომი ქართველთა მიერ

მართლწინააღმდეგობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი და პატრონთა პასუხისმგებლობა

პაციენტის სამედიცინო და პერსონალურ მონაცემებზე წვდომა/გავრცელება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში საგნების და შინაური ცხოველების გადატანის/ გადაყვანის წესი

ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ფულის ვარგისობის განსაზღვრისა და მათი მიღება-გამოცვლის წესი

პირგასამტეხლოს პრაქტიკული რეალიზაცია

არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურა

საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

JMG & Partners ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ

JMG & Partners-სა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი დაიდო

JMG & Partners-ის სალონური სამართლის ციკლი დაიწყო

ძალოვანი უწყების წარმომადგენელთან ურთიერთობის რამდენიმე არსებითი საკითხი

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორების“ (JMG & Partners) განცხადება „translate.ge-ს“ საქმესთან დაკავშირებით

JMG & Partners-ის ერთდღიანი ტრენინგი თემაზე: აღსრულების სამართალი პრაქტიკაში

JMG & Partners-ისა და პრაქტიკული სამართლის ცენტრის ტრენინგი თემაზე - ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის

JMG & Partners-ის ახალი მომსახურება

JMG & Partners-ის გენერალური დირექტორის, მმართველი პარტნიორის, ადვოკატის, სამართლის დოქტორის, სერგი ჯორბენაძის სამეცნიერო სტატია გერმანულ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორებისა“ და „პრაქტიკული სამართლის ცენტრის“ ტრენინგი თემაზე - „ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის“.

JMG & Partners ტრენინგი თემაზე: წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები