2018 წლის 3 მარტის საქართველოს კონსტიტუციური კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის. აღნიშნული ნორმის თანახმად, ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. კანონის თანახმად ნატურალიზაციის
სახეებია:
ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება;
გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება;
დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.
იმავე კანონით განსაზღვრულია დაბადებით მოქალაქეობის მოპოვების საფუძველი. საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს:
ა) პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად (სუროგაციით) დაბადებული პირი, თუ მისი არცერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს;
გ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა;
დ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.
თავის მხრივ, კანონით განსაზღვრულია ნატურალიზაციით მოქალაქეობის მოპოვების სახეები: კერძოდ, ნატურალიზაციის სახეებია:
ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება;
გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება;
დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.
სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10 წლის განმავლობაში;
ბ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;
გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები;
დ) საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.
საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ რიგ მოთხოვნებს.
კიდევ ერთი სახე ნატურალიზაციით მოქალაქეობის მიღებისა დაკავშირებულია საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებასთან. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
რაც შეეხება მოქალაქეობის აღდგენას, საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა: ა)
არამართლზომიერად; ბ)
საქართველოს
მოქალაქეობიდან
გასვლით; გ)
მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად.
2018 წლის 6 აგვისტოს ხელი მოეწერა და გამოქვეყნდა
„საქართველოს
მოქალაქეობის
შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
ცვლილებები, რის შედეგადაც ახლებურად ყალიბდება საქართველოს მოქალაქეობასთან მიმართებით მთელი რიგი საკითხები.
მათ შორის აღსანიშნავია ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული მოწესრიგება. საქართველოს კონსტიტუციაში
განხორციელებული
ცვლილებების
შედეგად,
გაუქმდა
ის
დებულება,
რომელიც
მხოლოდ
გამონაკლის
შემთხვევებში
ითვალისწინებდა
ორმაგი
მოქალაქეობის
შესაძლებლობას
და
ისიც,
მხოლოდ
უცხო
ქვეყნის
მოქალაქისთვის. ამ ცვლილებებამდე, საქართველოს მოქალაქე თუ გახდებოდა სხვა ქვეყნის მოქალაქე, ის კარგავდა საქართველოს მოქალაქეობას და მას, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შემდგომ შეეძლო მიემართა შესაბამისი უწყებებისთვის და წარედგინა განცხადება საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
როგორც ითქვა, კონსტიტუციაში განხორციელებული ცვილებებით, ზემოაღნიშნული შეზღუდვები გაუქმდა და შესაძლებელია საქართველოს
მოქალაქე
იმავდროულად
იყოს
სხვა
ქვეყნის
მოქალაქეც.
შედეგად
კანონმდებლობით
გათვალისიწნებული
პირობების
შემთხვევაში
პირს შეუძლია მოითხოვოს საქართველოს
მოქალაქეობის
შენარჩუნება,
რისთვისაც
უნდა უნდა მიმართოს შესაბამის უწყებებს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა იმ პირთათვის, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო და აკმაყოფილება კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, ამგვარი მოთხოვნით შეუძლია მიმართოს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე.
მარიამ ლაბარტყავა