• ორშაბათი - პარასკევი
    11.00 - 19.00
  • 032 2 90 41 39
    032 2 90 41 39
  • ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 43,
    V სად. II სართ. ოთახი 38
მართლწინააღმდეგობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები


მართლწინააღმდეგობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები


პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება მის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განზრახვით ან გაუფრთხილებლობით ჩადენისათვის. მართლწინააღმდეგობა არის ქმედების წინააღმდეგობა როგორც სისხლის სამართლის კოდექსის, ისე კულტურული ნორმებისადმი. რაც იმას ნიშნავს, რომ ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის მიღმაც შეიძლება იყოს მართლსაწინააღმდეგო. ხოლო, თუ რას ნიშნავს განზრახვა ან გაუფრთხილებლობა, უნდა განვიხილოთ კონკრეტულ მაგალითებზე:

განზრახვა როდესაც პირს აქვს დანაშაულის ჩადენის სურვილი და ნებელობა. ასევე მას კარგად აქვს გააზრებული, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო.

თუნდაც, როდესაც ერთი ადამიანი მემკვიდრეობის მიღების მიზნით კლავს მამკვიდრებელს.

ასეთ დროს ადამიანს აქვს გაანალიზებული, რომ მისი ქმედება დანაშაულია, თუმცა მას ამოძრავებს ქმედების განხორციელების ნებელობა და სურვილი შედეგის დადგომის (მამკვიდრებლის სიკვდილის), რომ მალე მიიღოს თავისი წილი მემკვიდრეობა.

გაუფრთხილებლობითი დანაშაულია, როდესაც პირი მას სჩადის თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.

თვითიმედოვნება ნიშნავს, როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მისი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და ითვალისწინებს, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას, თუმცა უსაფუძვლოდ იმედოვნებს, რომ შედეგი არ დადგება. ამის მაგალითია, როდესაც ადამიანი თავისი მეგობრის გასაბრაზებლად გადააგდებს მის ჩანთას მრავალსართულიანი სახლის ბოლო სართულიდან.

ასეთ დროს მას გააზრებული ჰქონდა, რომ არ უნდა გადაეგდო ფანჯრიდან ნივთები, ვინაიდან არღვევდა წინდახედულობის ნორმებს, თუმცა 100%-ით, მაგრამ უსაფუძვლოდ იყო დარწმუნებული, რომ მის ქმედებას არანაირი შედეგი არ მოჰყვებოდა.

თუ მას არც ქმედების მართლსაწინააღმდეგოობა გაუთვალისწინებია და არც მოსალოდნელი შედეგი, მაშინ მისი ქმედება გამოდის დაუდევრობით ჩადენილი.

აღსანიშნავია, რომ პირმა შეიძლება ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა, მაგრამ გამართლდეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი იცნობს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებებს. ესენია:

აუცილებელი მოგერიებაროდესაც პირი ცდილობს საკუთარი თავი ან სხვა დაიცვას იმ პირისგან, რომელიც ხელყოფს მათ უფლებებს. აუცილებელი მოგერიება გულისხმობს როგორც აუცილებელ თვითდაცვას, ისე აუცილებელ დახმარებას.

აღნიშნულის საილუსტრაციოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითი - თუ ერთი ადამიანი თავს დაესხმება მეორეს დაყაჩაღების მიზნით, მაგრამ თავდამსხმელს წინააღდმეგობას გაუწევს და ჯანმრთელობას დაუზიანებს, მაშინ გამოვა, რომ იგი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. თუმცა, თუ იგი ამ თავდამსხმელს მოკლავს, მაშინ როცა ამის აუცილებლობა არ არსებობდა, აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებასთან გვექნება საქმე, რაც ნიშნავს, რომ პირის განხორციელებული ქმედება შეუსაბამოა თავდასხმის ხასიათთან მიმართებით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ პირი სხვა პირს დაეხმარება, როდესაც მას თავს ესხმიან, საქმე კვლავ აუცილებელ მოგერიებასთან გვექნება, თუმცა მის მეორე სახესთანაუცილებელ დახმარებასთან.

რაც შეეხება უკიდურეს აუცილებლობას, იგი გულისხმობს იმწუთიერი საფრთხის არსებობისას სხვა პირის სამართლებრივი სიკეთის დაზიანებას, უფრო მნიშვნელოვანი სიკეთის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

მაგალითად, როდესაც მანქანით მიმავალი პირი გადაუხვევს სხვა მხარეს, რომ არ დაეჯახოს მის წინ გადარბენილ ბავშვს, მაგრამ ეჯახება სხვა მანქანას, იგი იცავს ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სამაგიეროდ აზიანებს სხვის ქონებასმანქანას.

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი შემდეგი გარემოებაა დამნაშავის შეპყრობა. როცა ერთ პირს აქვს უფლება აღუკვეთოს მეორე პირს თავისუფლება, თუ მან რეალურად ჩაიდინა დანაშაული.

ანუ ადამიანს შეუძლია შეიპყროს დამნაშავე, თუ დანაშაულის ფაქტს შეესწრება. მისი ქმედება კი არ იქნება მართლსაწინააღმდეგო მაშინაც კი, თუ იგი ამ პირს დაუზიანებს ჯანმრთელობას.

ბოლოს კი განსახილველია მართლზომიერი რისკი, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის სამართლებრივი სიკეთის დაზიანებას, როცა მიზანი არ იქნებოდა მიღწეული ამგვარი რისკის გარეშე.

მაგალითად, ქირურგის პასუხისმგებლობა გამოირიცხება, როდესაც იგი ოპერაციას გაუკეთებს ისეთ ადამიანს, რომელიც ქირურგიული ჩარევის გარეშე დაიღუპებოდა, თუმცა ოპერაციის შემდეგაც არსებობს მისი გარდაცვალების რისკი და ის მართლაც გარდაიცვლება.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სხვა ისეთ შემთხვევებსაც, რომელიც მართალია ამ ჩამონათვალში არ მოხვედრილა, მაგრამ ქმედების მართლზომიერების სტანდარტებში შეიძლება თავსდებოდეს.

ნინო ბერიძე

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში

პირისათვის განმეორებით დაკავებისა და მსჯავრდების აკრძალვა

საარჩევნო სისტემები (პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა)

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი მოწესრიგება

სუბროგაციის საკითხი სიცოცხლის დაზღვევისას

სამხედრო სავალდებულო სამსახური

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელ პირთა წრე

მემკვიდრეობის მიღება

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა

დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრობა

დაგროვებითი პენსიის გამოთვლის წესი

კინო ოფისში - ნების გამოვლენა სამეცნიერო ფანტასტიკაში

კინო ოფისში - აქტი I

ალიმენტის გადახდა

ორსული საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე

ცივი იარაღით სარგებლობის წესები

საპენსიო შენატანის ოდენობის გაანგარიშება

კინო ოფისში: დანაშაულის გახსნა, მორალი და სულიერი ტანჯვა

პრაქტიკა

ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი

კინო ოფისში

იურიდიული პირის ქონების გადასახადი

ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება

თანამშრომლობა ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფთან

იურიდიული პირის რეგისტრაცია საქართველოში

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

წარმატება

ჯორდანო ბრუნოს უფლებები სოციალურ მედიაში

მემორანდუმი ალტერბრიჯის უნივერსიტეტთან

მარიხუანა, დეკრიმინალიზაცია და მილის ზიანის პრინციპი

ჟურნალი ZD-ში გამოქვეყნებული პირველი ნაშრომი ქართველთა მიერ

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი და პატრონთა პასუხისმგებლობა

პაციენტის სამედიცინო და პერსონალურ მონაცემებზე წვდომა/გავრცელება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში საგნების და შინაური ცხოველების გადატანის/ გადაყვანის წესი

ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ფულის ვარგისობის განსაზღვრისა და მათი მიღება-გამოცვლის წესი

პირგასამტეხლოს პრაქტიკული რეალიზაცია

არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურა

დანაშაულის შეუტყობინებლობა

საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

JMG & Partners ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ

JMG & Partners-სა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი დაიდო

JMG & Partners-ის სალონური სამართლის ციკლი დაიწყო

ძალოვანი უწყების წარმომადგენელთან ურთიერთობის რამდენიმე არსებითი საკითხი

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორების“ (JMG & Partners) განცხადება „translate.ge-ს“ საქმესთან დაკავშირებით

JMG & Partners-ის ერთდღიანი ტრენინგი თემაზე: აღსრულების სამართალი პრაქტიკაში

JMG & Partners-ისა და პრაქტიკული სამართლის ცენტრის ტრენინგი თემაზე - ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის

JMG & Partners-ის ახალი მომსახურება

JMG & Partners-ის გენერალური დირექტორის, მმართველი პარტნიორის, ადვოკატის, სამართლის დოქტორის, სერგი ჯორბენაძის სამეცნიერო სტატია გერმანულ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორებისა“ და „პრაქტიკული სამართლის ცენტრის“ ტრენინგი თემაზე - „ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის“.

JMG & Partners ტრენინგი თემაზე: წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები