ნაშრომის ავტორები არიან სერგი ჯორბენაძე და დიმიტრი გუგუნავა. აღსანიშნავია, რომ ეს წარმოადგენს ქართველი ავტორების მიერ გერმანულ მაღალრეიტინგულ ჟურნალში (Zeitschrift für Datenschutz - ZD) გამოქვეყნებულ პირველ ნაშრომს.
ნაშრომი შეეხება პერსონალური მონაცემების საკითხს, რომელიც აქტუალურია საქართველოს რეალობიდან გამომდინარე. განსაკუთრებით, ევროკავშირში მიღებული ახალი სამართლებრივი მოწესრიგებიდან გამომდინარე.
ამ თემით დაინტერესებული არიან უცხოელი (ევროპელი) ინვესტორები, რომლებიც საქართველოში იძენენ უძრავ ქონებას, ან არეგისტრირებენ იურიდიულ პირებს (უპირატესად, შპს-ს).
ნაშრომში მოცემული მსჯელობა ეხება არსებულ გამოწვევებსა და იმ შესაძლო საკანონმდებლო ან/და ტექნიკურ (ტექნოლოგიურ) ცვლილებებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება დასახელებული საკითხის გამართვა.