JMG & Partners წარმოგიდგენთ „კინო ოფისშის“ ფარგლებში პირველ ღონისძიებას თემაზე: დანაშაულის გახსნა, მორალი და სულიერი ტანჯვა. კინოჩვენება გაიმართება 2019 წლის 18 აპრილს, 19:30 საათზე, JMG & Partners-ის ოფისში.
ღონისძიებას წარუძღვება JMG & Partners-ის მმართველი პარტნიორი, ადვოკატი, უჩა ბახტაძე.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ფილმი: „White Christmas“ („Black Mirror-ის“ ერთ-ერთი სერია). ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია აღნიშნულ ფილმთან დაკავშირებით. დისკუსია მოიცავს აკადემიურ (იურიდიულ) საკითხებთან დაკავშირებულ მსჯელობას, სადაც განხილული იქნება ფილმში მოცემული სიუჟეტი საკანონმდებლო ჭრილში.
ღონისძიებაზე მონაწილეობა უფასოა. მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი განაცხადი:
https://forms.gle/jaaQtpauXxUS9a4i8
დარეგისტრირებულთაგან შეირჩევა მხოლოდ 10 მონაწილე.
ყველა მონაწილეს გაეგზავნება ელ. ფოსტა (თანხმობის ან უარის შესახებ).
რეგისტრაციის ვადა იწურება 2019 წლის 12 აპრილს. დაგვიანებით დარეგისტრირებულ მონაწილეებს არ დაუკავშირდებიან!