„ჯეი ემ ჯი და პარტნიორები“ და „პრაქტიკული სამართლის ცენტრი“ გიწვევთ ტრენინგზე - „ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის“.
ტრენინგის თემატიკა შემდეგ საკითხებს მოიცავს:
• პროფესიული და არაპროფესიული უნარები (ღირებულებები)
• არაპროფესიული სტერეოტიპების გავლენა პროფესიულ აზროვნებაზე
• პროფესიული ჩარჩოდან გამოსვლა/კონტექსტუალური ჰუკინგი
• კომუნიკაციის ტექნიკა: ეფექტური ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის მოდელი
• მოსმენის ხელოვნება
• ინტერესებისა და მოთხოვნების დიფერენციაცია/ფორთოხლის ამბავი
• ინტერესზე ორიენტირებული მოლაპარაკების 4 ოქროს წესი
• კონტრასტები და ოქროს შუალედი: გადაწყვეტილების მიღების პროცესი
• ინტერპრეტაციის საიდუმლო: ნდობა, კეთილსინდისიერება, ეთიკა
• ფავორიტი ლიდერი: წარმატების ფორმულა...
ტრენინგს წარუძღვება ქეთევან ირემაშვილი, სამართლის დოქტორი, კლინიკური სწავლების ექსპერტი/Carnegie Fellow, აშშ-ის სამართლის სწავლებისა და სწავლის ინსტიტუტის მასტერ ტრენერი. ქეთევანის სამუშაო გამოცდილება ტრენერობის, პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის გარდა მოიცავს საკონსულტაციო ტიპის საქმიანობას დაზღვევისა სამართლისა და მედიაციის სფეროში.
ტრენინგის პერიოდი - 12:00 საათიდან 18:00 საათამდე (ყავა-ჩაის შესვენების გათვალისწინებით). მონაწილეობის ღირებულებაა 60 ლარი, ორი ადამიანის ერთად რეგისტრაციისას, თითოეულზე - 50 ლარი. საფასური მოიცავს ტრენინგში მონაწილეობასა და ყავა-ჩაის შესვენებას. გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 17 აპრილი. რეგისტრაციისთვის აუცილებელია ელექტრონული განაცხადის შევსება (https://docs.google.com/
ტრენინგი ჩატარდება 2018 წლის 21 აპრილს, „ჯეი ემ ჯი და პარტნიორების“ ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 43, V სადარბაზო, ბინა N38.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: trainings@jmg.ge.