წიგნი სახელწოდებით „საქართველოს ღირებულებები“, რომელიც დაწერილია სამ ენაზე: გერმანულად, ინგლისურად და ქართულად. წიგნის რედაქტორები არიან: პროფ. დოქტ. ჰანს-გიუნთერ ლინდნერი და ზურაბ წერეთელი. წიგნში მოცემულია საქართველოსთვის დამახასიათებელი ძირითადი ღირებულებები, რაც ჩვენს ქვეყანას ყველასგან გამოარჩევს და, უცხოელ ინვესტორთა თუ ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად აქცევს.
წიგნი ეხება ქართულ ეკონომიკას, ბიზნესს, კულტურას, ადათებსა და იმ დიად ისტორიას, რომლის გაცნობის შემდეგ, მკითხველი ჩვენი ქვეყნის ღირშესანიშნაობებს კიდევ უფრო მეტად გაითავისებს. თითოეული თემა დაწერილია, შესაბამის დარგში მომუშავე პროფესიონალების მიერ.
წიგნის ერთ-ერთი თანაავტორია, ჩვენი კომპანიის მმართველი პარტნიორი, გენერალური დირექტორი, ასოც. პროფ. დოქტ. სერგი ჯორბენაძე. მისი თემა ეხება ქართულ სამართლებრივ მოწესრიგებასა და იურიდიული პირის რეგისტრაციას საქართველოში (ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე).
წიგნში გამორჩეული
ადგილი უჭირავს JMG & Partners-ს. იგი წარმოჩენილია, როგორც
ქართულ რეალობაში არსებული თანამედროვე და წარმატებული იურიდიული მომსახურების გამწევი
კომპანია.