• ორშაბათი - პარასკევი
    11.00 - 19.00
  • 032 2 90 41 39
    032 2 90 41 39
  • ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 43,
    V სად. II სართ. ოთახი 38
ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი მოწესრიგება


ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი მოწესრიგება


ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ახალი დებულება 2019 წლის 1 იანვრიდან  ამოქმედდა და ახალი რეგულაციების ქვეშ მოაქცია მოქალაქეთა მიერ სესხის აღების ჩვეული პროცედურები. სესხის გამცემი სუბიექტებისთვის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ფინანსურ ორგანიზაციებს უკრძალავს ფიზიკური პირის გადახდისუუნარობის შესწავლის გარეშე სესხის გაცემას და მომხმარებელთა დაკრედიტების ერთიან, მკაცრ ჩარჩოებს ადგენს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 24 დეკემბრის №281/04-ე ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სესხის გამცემი ორგანიზაცია იკვლევს მსესხებლის გადახდისუნარიანობის საკითხს და ფიზიკური პირის მიმართ გასცემს მხოლოდ იმ მოცულობის სესხს ან სხვა რაიმე ვალდებულებას, რა ფარგლებშიც მას გადახდის რეალური შესაძლებლობა გააჩნია. აღნიშნული გულისხმობს, რომ მომხმარებელი მხოლოდ დაკრედიტების სფეროში ახალი რეგულაციებით მკაცრად განსაზღვრული მომსახურებისა და უზრუნველყოფის მაქსიმალური კოეფიციენტების შესაბამისი ზღვრების ფარგლებში შეძლებს მიიღოს მისთვის სასურველი სესხი.

მითითებული რეგულაციები ვრცელდება სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ გაცემულ ყველა სახის სესხზე ან/და თავდებობაზე ან/და უზრუნველყოფის საშუალების მიწოდებაზე.

დებულებაში განსაზღვრულია მსესხებლის შემოსავალსა და ყოველთვიურ გადასახდელს შორის არსებული სხვაობაც, რომლის ფარგლებს მიღმა მომხმარებელს სესხის აღება არ შეუძლია. ზემოთ აღნიშნული ბრძანების (შემდგომში ბრძანება) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მსესხებლის/თანამსესხებლის ყოველთვიურ წმინდა შემოსავლებსა და ყოველთვიურ გადასახდელებს შორის სხვაობა სესხის გაცემის თარიღისათვის უნდა აღემატებოდეს სსიპსაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ (საქსტატი) მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმს. 2019 წლის აპრილის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი განსაზღვრულია 185 ლარის ოდენობით, ხოლო, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 163,9 ლარია.

სესხისა თუ კრედიტის ასაღებად დადგენილი ფარგლები წარმოდგენილია ბრძანების თანდართულ №1 დანართში, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტების სახით და სხვადასხვა სესხის შესაბამისი განსხვავებული პირობებით. თუკი ჰეჯირებული მსესხებლის  (რომლის ყოველთვიური წმინდა შემოსავლები და აღებული სესხი ერთსა და იმავე ვალუტაშია) - ყოველთვიური წმინდა შემოსავლები 2 000 - 3 000 ლარის ფარგლებშია, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოენფიციენტი (PTI) განისაზღვრება 45% - 55%-ით. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი კატეგორიის მსესხებელს შეუძლია ეროვნულ ვალუტაში აიღოს სესხი იმ პირობებით, რომ გადასახდელი ყოველთვიური თანხა არ უნდა აღემატებოდეს მისი წმინდა შემოსავლების 45% - 55%-ს. მაგალითად, თუკი სესხის თანხაა 50 000 ლარი, მსესხებლის ყოველთვიური წმინდა შემოსავალი კი 3 000 ლარია, სესხის პირობები უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ მომხმარებლის მიერ გადასახდელი სესხის ყოველთვიური მომსახურების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1 350 - 1 650 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ყოველთვიური წმინდა შემოსავლები 1 000 ლარის ფარგლებშია, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის მომსახურების კოეფიციენტი 25% - 35%-მდე მცირდება და სესხის მომსახურების ყოველთვიურ მაქსიმალურ თანხად განისაზღვრება 250 - 350  ლარი.

არაჰეჯირებული მსესხებლის (რომლის ყოველთვიური წმინდა შემოსავლები და აღებული სესხი სხვადასხვა ვალუტაშია) სესხის მომსახურების მაქსიმალური კოენფიციენტი (PTI) მცირდება 25% / 30%-მდე. ასეთი კატეგორიის მსესხებელს, რომლის ყოველთვიური წმინდა შემოსავლები 2 000 – 3 000 ლარის ფარგლებშია,  შეუძლია უცხოურ ვალუტაში აიღოს სესხი ისეთი პირობებით, რომ გადასახდელი ყოველთვიური თანხა არ უნდა აღემატებოდეს მისი შემოსავლის 25% / 30%-ს. მაგალითად, თუკი სესხის თანხაა 50 000 ლარი, მსესხებლის ყოველთვიური წმინდა შემოსავალი კი - 3 000 ლარია, მის მიერ გადასახდელი სესხის ყოველთვიური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 750 - 900 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ყოველთვიური წმინდა შემოსავალი 1 000 ლარის ფარგლებშია, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის მომსახურების კოეფიციენტი 20% - 25%-მდე მცირდება და სესხის მომსახურების ყოველთვიურ მაქსიმალურ თანხად განისაზღვრება 200 - 250  ლარი.

უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემული სესხის შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან ერთად, გასათვალისწინებელია ბრძანების N2 თანდართულ დანართში წარმოდგენილი სესხის უზრუნველყოფის მაქსიმალური კოენფიციენტები (LTV). ეროვნულ ვალუტაში (ლარში) გაცემული იპოთეკური სესხის თანხა არ უნდა აღემატებოდეს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 85%-ს, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხის თანხა - უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 70%-ს. მაგალითად, 100 000 ლარის საბაზრო ღირებულების უძრავი ქონების იპოთეკური კრედიტის საშუალებით შესაძენად შესაძლებელია კომერციული ბანკიდან ყველაზე მეტი 85 000 ლარის შესაბამისი სესხის მიღება. ხოლო 100 000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში, ფინანსური ინსტიტუტი 70 000 დოლარის  შესაბამისი სესხის მაქსიმალური თანხის გაცემის შესაძლებლობას იძლევა ეროვნულ ვალუტაში შესაბამისი ექვივალენტის სახით.

ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით განისაზღვრა სასესხო ვალდებულებების ხანგრძლივობა: იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად განისაზღვრება 15 წელი, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის – 10 წელი, სატრანსპორტო სესხის – 6 წელი, სხვა დანარჩენი სამომხმარებლო სესხებისთვის კი დადგენილია 4 წლიანი ვადა.

ახალი რეგულაციები, გამონაკლისის სახით, არ ვრცელდება: იმ ფიზიკური პირის მიმართ, რომელიც სესხს იღებს ბიზნეს მიზნობრიობიდან გამომდინარე; მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხზე; ფინანსური ინსტრუმენტებით (მათ შორის, ფასიანი ქაღალდებით) და/ან ფულადი სახსრებით სრულად უზრუნველყოფილ სესხზე;  ახალი ბინის შეძენისას, იპოთეკური სესხის იმ ნაწილზე, რომელსაც მსესხებელი ფიზიკური პირი დაფარავს მის საკუთრებაში (ახალი ბინის შეძენამდე) არსებული ბინის რეალიზაციით; იმავე ან სხვა სესხის გამცემ ორგანიზაციაში რესტრუქტურიზებულ სესხზე, თუ ამავდროულად არ ხდება ვალდებულებების ზრდა და სხვა.

დებულება არ კრძალავს არაფორმალური სექტორიდან, ნაღდი ანგარიშსწორებით ან უცხოეთიდან მიღებული ფულადი გზავნილებით შემოსავლის საფუძველზე სესხის გაცემას. შემოსავლის ბანკში ჩარიცხვა აუცილებელი არ არის, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ფორმალური სექტორიდან შემოსავლის ან ბანკში ჩარიცხვის შემთხვევაში გაცილებით უკეთესი პირობით გაცემა სხვადასხვა სახის სესხი.

იმ შემთხვევაშიც, თუ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება შემოსავლების შესწავლა (მაგალითად შემოსავლის მიღება ხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ), ბრძანების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ახალი უძრავი ქონების შესაძენად იპოთეკური სესხის გაცემის შესაძლებლობას უშვებს, თუ შესაძენი ქონების ღირებულება აკმაყოფილებს სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის 60%-იან მაჩვენებელს; მაგალითად, თუ შესაძენი ქონების საბაზრო ღირებულებაა 100 000 ლარი, შესაძლებელია სესხის სახით გაიცეს 60 000 ლარის შესაბამისი მაქსიმალური ოდენობის კრედიტი, რომლის უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთვა  სწორედ ამ შეძენილი ქონებით მოხდება.

ახალი სტანდარტები ვრცელდება ასევე ე.წ. ლომბარდულ სესხებთან დაკავშირებითაც: ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მსესხებლის/თანამსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე სესხის გაცემის, მათ შორის, მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში სესხის გამცემი ორგანიზაციის საკრედიტო/სასესხო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება მხოლოდ უზრუნველყოფის საგნის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების (მათ შორის, ქონების რეალიზაციის ან/და დასაკუთრების) განხორციელებით. ეს ნიშნავს, რომ სესხის გამცემის მოთხოვნა შემოფარგლული იქნება მხოლოდ უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული მოძრავი ქონებით და ვეღარ მოხდება კლიენტის სხვა რომელიმე ქონებაზე გადახდევინების მიქცევა ან/და დასაკუთრება. გასათვალისწინებელია, რომ ეს პუნქტი არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილ სესხზე, თუ მსესხებლის/თანამსესხებლის მხრიდან მოხდა უზრუნველყოფის საგნის განზრახ განადგურება/გადამალვა.

 

სოფიო ხოფერია

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში

პირისათვის განმეორებით დაკავებისა და მსჯავრდების აკრძალვა

საარჩევნო სისტემები (პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა)

სუბროგაციის საკითხი სიცოცხლის დაზღვევისას

სამხედრო სავალდებულო სამსახური

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელ პირთა წრე

მემკვიდრეობის მიღება

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა

დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრობა

დაგროვებითი პენსიის გამოთვლის წესი

კინო ოფისში - ნების გამოვლენა სამეცნიერო ფანტასტიკაში

კინო ოფისში - აქტი I

ალიმენტის გადახდა

ორსული საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე

ცივი იარაღით სარგებლობის წესები

საპენსიო შენატანის ოდენობის გაანგარიშება

კინო ოფისში: დანაშაულის გახსნა, მორალი და სულიერი ტანჯვა

პრაქტიკა

ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი

კინო ოფისში

იურიდიული პირის ქონების გადასახადი

ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება

თანამშრომლობა ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფთან

იურიდიული პირის რეგისტრაცია საქართველოში

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

წარმატება

ჯორდანო ბრუნოს უფლებები სოციალურ მედიაში

მემორანდუმი ალტერბრიჯის უნივერსიტეტთან

მარიხუანა, დეკრიმინალიზაცია და მილის ზიანის პრინციპი

ჟურნალი ZD-ში გამოქვეყნებული პირველი ნაშრომი ქართველთა მიერ

მართლწინააღმდეგობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები

შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი და პატრონთა პასუხისმგებლობა

პაციენტის სამედიცინო და პერსონალურ მონაცემებზე წვდომა/გავრცელება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში საგნების და შინაური ცხოველების გადატანის/ გადაყვანის წესი

ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ფულის ვარგისობის განსაზღვრისა და მათი მიღება-გამოცვლის წესი

პირგასამტეხლოს პრაქტიკული რეალიზაცია

არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურა

დანაშაულის შეუტყობინებლობა

საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

JMG & Partners ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ

JMG & Partners-სა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი დაიდო

JMG & Partners-ის სალონური სამართლის ციკლი დაიწყო

ძალოვანი უწყების წარმომადგენელთან ურთიერთობის რამდენიმე არსებითი საკითხი

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორების“ (JMG & Partners) განცხადება „translate.ge-ს“ საქმესთან დაკავშირებით

JMG & Partners-ის ერთდღიანი ტრენინგი თემაზე: აღსრულების სამართალი პრაქტიკაში

JMG & Partners-ისა და პრაქტიკული სამართლის ცენტრის ტრენინგი თემაზე - ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის

JMG & Partners-ის ახალი მომსახურება

JMG & Partners-ის გენერალური დირექტორის, მმართველი პარტნიორის, ადვოკატის, სამართლის დოქტორის, სერგი ჯორბენაძის სამეცნიერო სტატია გერმანულ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორებისა“ და „პრაქტიკული სამართლის ცენტრის“ ტრენინგი თემაზე - „ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის“.

JMG & Partners ტრენინგი თემაზე: წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები