• ორშაბათი - პარასკევი
    11.00 - 19.00
  • 032 2 90 41 39
    032 2 90 41 39
  • ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 43,
    V სად. II სართ. ოთახი 38
შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი და პატრონთა პასუხისმგებლობა


შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის წესი და პატრონთა პასუხისმგებლობა


„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის შესახებ“ 2015 წლის 6 აპრილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება, შინაური ცხოველის ყველა პატრონს უდგენს ცხოველისთვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნის მოვალეობას, რაშიც შედის:

– კვება ცხოველისთვის დადგენილი რაციონით და დაწყურვება;

– საცხოვრებელი ფართობის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით, რეგულარული გასეირნება;

– ვეტერინარული ზედამხედველობის უზრუნველყოფა და მომსახურება – დაავადებების პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა, ცოფის და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაცია, ვეტერინარული მკურნალობა, ლაბორატორიული კვლევა;

– ცხოველის აღზრდა ჯიშის, წარმომავლობის, ბუნებრივი და ფსიქოლოგიური მონაცემების შესაბამისად.

მაგრამ გარდა ამ მოვალეობებისა, შინაური ცხოველის პატრონს გააჩნია საზოგადოების მიმართ გარკვეული სახის ვალდებულებებიც, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას. რათა დაცულ იქნეს საზოგადოებრივი წესრიგი, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს ქვემოთ მოცემული ცხოველების პატრონთა უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.

I. ცხოველთა მოყვარულებს ხშირად ესმით მეზობლების პრეტენზია ოთხფეხა მეგობრების რაოდენობის გამო, ზემოთ სხენებული ნორმატიული აქტი ადგენს ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთ წესს - „ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ეკრძალება საკუთრებაში (მფლობელობაში) კონკრეტულ მისამართზე ან/და ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი ცხოველის (გარდა ამ ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს) ყოლა, თუ ეს მისამართი ან/და ტერიტორია არ აკმაყოფილებს ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს“. როგორც ვხედავთ, 10-ზე მეტი ცხოველის ყოლაც არის შესაძლებელია, თუ ამის შესაძლებლობას იძლევა საცხოვრებელი პირობები. აღსანიშნავია, რომ ძაღლის პატრონი ვალდებულია გააკეთოს გამაფრთხილებელი წარწერა ან აღნიშვნა ცხოველის საცხოვრებელ ტერიტორიაზე.

პასუხისმგებლობა: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო, თანამდებობის პირის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

II. აკრძალულია ცხოველების შეყვანა სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, ასევე, იმ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, დაწესებულებებსა და ტერიტორიებზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი.

III. ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა, და გადაყვანა 07:00 – 23:00 საათების პერიოდში ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით. იგივე კატეგორიის ცხოველების გასეირნება და გადაყვანა იგივე კატეგორიის ადგილებში 23:00 – 07:00 საათების პერიოდში ნებადართულია ალიკაპით, საბმელის გარეშეც.

პასუხისმგებლობა:  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში,

გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

IV. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით. მოკლე საბმელიკი ცხოველის გადაადგილების კონტროლის საშუალებაა, რომელიც 50 სანტიმეტრის რადიუსით ზღუდავს პატრონისგან ცხოველის დაცილების შესაძლებლობას.

V. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თანმყოლი, შეზღუდული უნარების კომპენსირებისთვის სპეციალურად გაწვრთნილი და აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ძაღლების პატრონებს (მფლობელებს, მსგავსი ძაღლების დახმარებით მოსარგებლე პირებს), აქვთ ზემოხსენებულ ცხოველებთან დაუბრკოლებლად გადაადგილების უფლება საზოგადოებრივი ტრანსპორტით და დანიშნულების ადგილებში (სავაჭრო ობიექტები, საბანკო დაწესებულებები და სხვა).

VI. ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება, ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში.

პასუხისმგებლობა: ნარჩენების მართვის კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 1 მ3-მდე მოცულობის ფეკალური მასით ან კანალიზაციის ნარჩენით – ფიზიკური პირი 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირი 500 ლარის ოდენობით. მეპატრონეს ჯარიმა არ დაეკისრება, თუ იგი დაუყოვნებლივ და სრულად დაასუფთავებს ფეკალური მასებით დაბინძურებულ ტერიტორიას. 1 მ3 ან 1 მ3-ზე მეტი მოცულობის ფეკალური მასით ან კანალიზაციის ნარჩენით – ფიზიკური პირი 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირი 2000 ლარის ოდენობით.

ამავე კოდექსის 34-ე მუხლის აწესრიგებს გარემოს დანაგვიანებას ცხოველის სხეულის ნარჩენებით (ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი, ანუ ცხოველის სხეული ან მისი სხეულის ნაწილი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ან ცხოველისგან მიღებული სხვა პროდუქტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) No 1069/2009 რეგულაციის შესაბამისად). 20 კგ-მდე ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ასევე პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაასუფთაოს ცხოველის სხეულის ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია.

20 კგ ან 20 კგ-ზე მეტი ცხოველის სხეულის ნარჩენის შემთხვევაში – ფიზიკური პირი 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირი 1000 ლარის ოდენობით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში შინაური ცხოველის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და განადგურება გამოიწვევს შინაური ცხოველის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ჯარიმის გადახდა შინაური ცხოველის მესაკუთრეს არ ათავისუფლებს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. 

VII. ცხოველის პატრონი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებას და უფლებამოსილ ორგანოს, საკუთრებაში (მფლობელობაში) მყოფი ცხოველის მიერ ადამიანის ან/და ცხოველის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის ფაქტის შესახებ, უზრუნველყოს ცხოველზე ვეტერინარული ზედამხედველობის დაწესება, შესაბამის ვეტერინარულ დაწესებულებაში ან უფლებამოსილ ორგანოში წარადგინოს ცხოველის ვეტერინარული პასპორტი და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

პასუხისმგებლობა: საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1003-ე მუხლის თანახმად, ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, დაკარგული იყო, თუ გაქცეული. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ გამოიყენება, როცა ცხოველის მფლობელმა მიიღო აუცილებელი ზომები მესამე პირთა დასაცავად. ცხოველის პატრონის პასუხისმგებლობა გამოირიცხება, თუ ცხოველი ფიზიოლოგიურ ზეგავლენას განიცდიდა, რის შედეგადაც ცხოველის მიერ იქნა გამოწვეული ზიანი. ანაზღაურების ვალდებულება გააჩნია პატრონს გამკაცრებული პასუხისმგებლობის საფუძველზე, მიუხედავად ბრალეულობისა. ასევე ეს ვალდებულება შეიძლება გავრცელდეს არამესაკუთრეზეც, თუ ზიანის მიყენების მომენტისთვის ცხოველი მის მფლობელობაში იმყოფებოდა.

ტასო შანავა

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში

პირისათვის განმეორებით დაკავებისა და მსჯავრდების აკრძალვა

საარჩევნო სისტემები (პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა)

ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი მოწესრიგება

სუბროგაციის საკითხი სიცოცხლის დაზღვევისას

სამხედრო სავალდებულო სამსახური

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისთვის პასუხისმგებელ პირთა წრე

მემკვიდრეობის მიღება

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა

დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრობა

დაგროვებითი პენსიის გამოთვლის წესი

კინო ოფისში - ნების გამოვლენა სამეცნიერო ფანტასტიკაში

კინო ოფისში - აქტი I

ალიმენტის გადახდა

ორსული საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე

ცივი იარაღით სარგებლობის წესები

საპენსიო შენატანის ოდენობის გაანგარიშება

კინო ოფისში: დანაშაულის გახსნა, მორალი და სულიერი ტანჯვა

პრაქტიკა

ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი

კინო ოფისში

იურიდიული პირის ქონების გადასახადი

ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება

თანამშრომლობა ფინანსური გადაწყვეტილებების ჯგუფთან

იურიდიული პირის რეგისტრაცია საქართველოში

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა

უსაფუძვლოდ გამდიდრებული გრაფი მონტე კრისტო

წარმატება

ჯორდანო ბრუნოს უფლებები სოციალურ მედიაში

მემორანდუმი ალტერბრიჯის უნივერსიტეტთან

მარიხუანა, დეკრიმინალიზაცია და მილის ზიანის პრინციპი

ჟურნალი ZD-ში გამოქვეყნებული პირველი ნაშრომი ქართველთა მიერ

მართლწინააღმდეგობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები

პაციენტის სამედიცინო და პერსონალურ მონაცემებზე წვდომა/გავრცელება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში საგნების და შინაური ცხოველების გადატანის/ გადაყვანის წესი

ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ფულის ვარგისობის განსაზღვრისა და მათი მიღება-გამოცვლის წესი

პირგასამტეხლოს პრაქტიკული რეალიზაცია

არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის პროცედურა

დანაშაულის შეუტყობინებლობა

საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

JMG & Partners ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი ჟურნალისტ აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ

JMG & Partners-სა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი დაიდო

JMG & Partners-ის სალონური სამართლის ციკლი დაიწყო

ძალოვანი უწყების წარმომადგენელთან ურთიერთობის რამდენიმე არსებითი საკითხი

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორების“ (JMG & Partners) განცხადება „translate.ge-ს“ საქმესთან დაკავშირებით

JMG & Partners-ის ერთდღიანი ტრენინგი თემაზე: აღსრულების სამართალი პრაქტიკაში

JMG & Partners-ისა და პრაქტიკული სამართლის ცენტრის ტრენინგი თემაზე - ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის

JMG & Partners-ის ახალი მომსახურება

JMG & Partners-ის გენერალური დირექტორის, მმართველი პარტნიორის, ადვოკატის, სამართლის დოქტორის, სერგი ჯორბენაძის სამეცნიერო სტატია გერმანულ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში

„ჯეი ემ ჯი და პარტნიორებისა“ და „პრაქტიკული სამართლის ცენტრის“ ტრენინგი თემაზე - „ლიდერობის ხელოვნება იურისტებისთვის“.

JMG & Partners ტრენინგი თემაზე: წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებები